მოსამართლე პაატა სილაგაძე მოსწავლეებს შეხვდა

p

მოსამართლე პაატა სილაგაძე მოსწავლეებს შეხვდა

გამოქვეყნებულია: 24/05/2019

17 მაისს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს, ტრადიციული საგანმანათლებლო ტურის ფარგლებში, თბილისის 51-ე საჯარო სკოლის უფროსკლასელები და მათი პედაგოგები ეწვიენ, რომლებმაც დაათვალიერეს უზენაესი სასამართლოს ისტორიული შენობა, სასამართლო დარბაზები და ეწვივნენ მართლმსაჯულების მუზეუმს. ექსკურსიის შემდგომ უფროსკლასელებს შეხვდა და ესაუბრა უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საკასაციო პალატის მოსამართლე პაატა სილაგაძე, რომელმაც დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მოსწავლეებს სისხლის სამართლის სფეროში არსებული პრობლემური საკითხების, ზოგადად დანაშაულის ჩადენის მოტივების, მოწმის დაკითხვის, ბრალის წაყენების, სასამართლოსა და მოსამართლის პროფესიის მნიშვნელოვანი დეტალების შესახებ.

მოსწავლეები განსაკუთრებით დაინტერესდნენ მოსამართლის მიერ უკვე განხილული და სასამართლო პრაქტიკისთვის მნიშვნელოვანი საქმეების შინაარსობრივი ნაწილით, რომელიც მოსამართლის პირადი პროფესიული გამოცდილების ქვაკუთხედს წარმოადგენს.

შეხვედრის დასასრულს მოსწავლეებმა სამახსოვრო ფოტო გადაიღეს მოსამართლე პაატა სილაგაძესთან.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi