სასამართლო ხელისუფლება შეჯიბრებითობის თემის...

sejibri

სასამართლო ხელისუფლება შეჯიბრებითობის თემის პოპულარიზაციას იწყებს

გამოქვეყნებულია: 27/04/2012

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილმა სპორტკომპლექს „ქარიშხალაში“ მართლმსაჯულების უმთავრესი პრინციპის შეჯიბრებითობის თემის პოპულარიზაციის მიზნით სპორტული აქცია გახსნა.

სპორტული შეჯიბრი საჯარო სკოლებს შორის გაიმართა, ერთმანეთს 51-ე და 155-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები შეეჯიბრნენ. სასამართლო ხელისუფლებამ ამ სპორტული აქციით პროექტის „შეჯიბრებითობა მართლმსაჯულების უმთავრესი პრინციპი“ პოპულარიზაცია დაიწყო. 

კონსტანტინე კუბლაშვილი: „შეჯიბრებითობის პრინციპი მართლმსაჯულების ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპთაგანია. სწორედ ამიტომ ჩვენ გვინდა მოსახლეობის ფართო ფენებისთვისაც ცნობილი გახდეს ამ პრინციპის არსი და მისი მნიშვნელობა. 

ჩვენ ვგეგმავთ ფართო საინფორმაციო კამპანიას, რომელიც მოიცავს, როგორც სასამართლოში მოსული ადამიანებისთვის ბროშურების დარიგებას, ასევე მოსახლეობის ფართო ფენებისთვის სოციალური კლიპებით თუ სხვა საინფორმაციო გზებით შეჯიბრებითობის თემის გარშემო ინფორმაციის მიწოდებას.“

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi