პრესრელიზი

p

პრესრელიზი

გამოქვეყნებულია: 14/05/2019

15 მაისს, 14:00 საათზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის დარბაზში,  საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე მზია თოდუა საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების, აგრეთვე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების წინაშე წარადგენს 2018 წლის წლიურ ანგარიშს საქართველოში „მართლმსაჯულების მდგომარების შესახებ“, რომელშიც ასახულია 2018 წელს უზენაესი სასამართლოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები და განხილულია სასამართლოს მიერ მიღებული  მნივნელოვანი გადაწყვეტილებები და სტატისტიკური მონაცემები.ამავე დღეს აღინიშნება მოსამართლის პროფესიული დღე.

ღონისძიება იმართება ევროკავშირის მხარდაჭერით.

პრეზენტაციაზე მოწვეული არიან აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ელჩები, ადვოკატები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს უზენაეს სასამართლოში 27%-ით მოიმატა შემოსული საკასაციო საჩივრების რაოდენობამ, ეს იმ ფონზე, როდესაც უზენაეს სასამართლოში 10 მოსამართლე ახორციელებს უფლებამოსილებას. სასამართლოს გადატვირთულობის მიუხედავად, უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეზე მიიღო მნიშვნელოვანი განმარტება და შეცვალა მხარეთა სამართლებრივი მდგომარეობა მათ სასარგებლოდ. ანგარიშში მოცემულია დეტალური ინფორმაცია პრეცედენტული გადაწყვეტილებების და განმარტებების თაობაზე.

2018 წელს უზენაესმა სასამართლომ მმართველობის განახლებული მოდელი დანერგა, რომელიც მოსამართლეების დამხმარე რგოლების საქმიანობის გაძლიერებაზეა ორიენტირებული. ახალი სტრუქტურა ხელს უწყობს საქმეთა ნაკადის ეფექტურად მართვას, ასევე აუმჯობესებს სასამართლო გადაწყვეტილებების დასაბუთებისას ადგილობრივი და საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკის გამოყენებას.

2018 წელს განხორციელებული ღონისძიებებიდან მნიშვენლოვანია აღინიშნოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის სამინისტროს ერობლივად გაფორმებული მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც მოსამართლეებისა და იურიდიული წრეების წარმომადგენლებისთვის გაიზარდა ქართულ ენაზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობა.

უზენაესი საასმართლოს სხვა ღონისძიებების თაობაზე დეტალური ინფორმაცია მოცემულია ანგარიშში, რომელიც ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის დახმარებით ინგლისურ და ქართულ ენებზე მომზადდა.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi