საქართველოს პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს...

p

საქართველოს პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

გამოქვეყნებულია: 03/05/2019

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს მზია თოდუას შეხვდა.

შეხვედრა საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაიმართა, რითაც პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის წინაშე ყველა თანასწორია მისი თანამდებობისა და სოციალური სტატუსის მიუხედავად.

მზია თოდუამ შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს ისტორიული შენობა და მართლმსაჯულების მუზეუმი დაათვალიერებინა, რომელიც 2013 წლის 15 მაისს, მოსამართლის დღეს უზენაესი სასამართლოს შენობაში გაიხსნა.

მუზეუმის მეორე ნაწილში პირვანდელი სახით შენარჩუნებულია ისტორიული ე.წ. ,,1 დარბაზი“, რომელიც აღჭურვილია 70-იანი წლების ავეჯით. ამ დარბაზში იმართებოდა გახმაურებული პროცესები, მათ შორის ე.წ. ,,თვითმფრინავის ბიჭების“, ,,მხედრიონელთა“ და სხვა მნიშვნელოვანი პროცესები.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi