აღდგენით მართლმსაჯულებაზე საერთაშორისო...

m

აღდგენით მართლმსაჯულებაზე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

გამოქვეყნებულია: 18/04/2019

15-16 აპრილს, სასტუმრო ,,შერატონ მეტეხი პალასში“, აღდგენით მართლმსაჯულებაზე საერთაშორისო კონფერენცია - გზა უსაფრთხო საზოგადოებისაკენ გაიხსნა, რომელშიც მრავალი ევროპული ქვეყნის, უკრაინის, ბელორუსიის, სომხეთის, ყირგიზეთის, უზბეკეთის, ალბანეთის, ბოსნია, ჰერცოგოვინას და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ექსპერტი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას.

კონფერენცია გახსნა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა. კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მზია თოდუამ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰერცელმა, ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელმა მოსამართლე რენატე ვინტერმა.

,,ქართული სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პოზიტიურ და წარმატებულ ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ახალი სისტემა, რომელმაც ძირეულად შეცვალა კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანთან მიდგომისა და მათთან მოპყრობის წესები“, - განაცხადა მოსამართლე მზია თოდუამ. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიღების მთავარ მიზანს წარმოადგენდა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი გარანტიების შექმნით მართლმსაჯულების პროცესში მონაწილე არასრულწლოვნების საუკეთესო ინტერესების დაცვა, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციისათვის, არასრულწლოვანი მოწმისა და დაზარალებულის მეორადი და ხელახალი ვიქტიმიზაციისაგან დასაცავად საჭირო მექანიზმის შემუშავება, არასწრულწლოვანთა მართლმსაჯულების მორგება რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის პრინციპებზე. ,,სასამართლომ განსაკუთრებით ყურადღება განრიდება/მედიაციის პროგრამების გამოყენებაზე უნდა გაამახვილოს და გამოიყენოს კოდექსის შესაძლებლობა, სასჯელის პარალელურად დანიშნოს დამატებითი ღონისძიებად მედიაცია და განრიდების პროგრამა. უზენაესი სასამართლო, როგორც ბოლო ინსტანციის სასამართლო აკვირდება ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ გამოყენებულ ღონისძიებებს არასრულწლოვანთა მიმართულებით. სასამართლო პრაქტიკას აანალიზებს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მიზნით“, განაცხადა თავის გამოსვლაში მოსამართლე მზია თოდუამ. მან მადლობა გადაუხადა საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს, განსაკუთრებით ევროკავშიორს, მის პროექტს ,,სასამართლო  რეფორმის მხარდაჭერა“, მოსამართლე რენატე ვინტერს, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შემუშავებასა და დანერგვაში შეტანილი წვლილისათვის, აგრეთვე გაეროს ბავშვთა ფონდს და მათ წარმომადგენლებს. აღდგენითი მართლმსაჯულების ღირებულებებსა და სტანდარტებზე ვრცელი მოხსენება წარადგინა აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული ფორუმის თავმჯდომარემ ტიმ ჩაპმანმა. პირველ პლენარულ სესიას მოდერაციას უწევდა პროფესორი ივო ერცენი, ევროკავშირის პროექტის ექსპერტი. აღდგენითი მართლმსაჯულების მიღწევებზე, გამოწვევებსა და პერსპექტივებზე ისაუბრა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა. მედიაციის საკანონმდებლო რეგულირებაზე და არსებული საეთაშორისო ინსტრუმენტების შესახებ, გაერო, ევროსაბჭო, ევროკავშირი, მონაწილეებს ესაუბრა არნე კინუნენი, აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული ფორუმის წარმომადგენელი.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi