სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის...

h

სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის ექსპერტმა ანალიზის პრეზენტაცია გამართა

გამოქვეყნებულია: 18/04/2019

15 აპრილს სასტუმრო ,,რუმსში’’ ევროპის საბჭოს სასამართლოს მხარადაჭერის პროექტის ფარგლებში, ევროპის საბჭოს საერთაშორისო ექსპერტმა მირიან ვისენტინიმ მოსამართლეთა საკონსულტაციო მექნიზმის - ევროპული სტანდარტისა და ეროვნული პრაქტიკის  ანალიზის შედეგებისა და რეკომენდაციების პრეზენტაცია გამართა.  კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფგის (GRECO) IV შეფასების რაუნდის ფარგლებში, რომელიც შეეხებოდა დეპუტატებს, მოსამართლებსა და პროკურორებს შორის კორუფციის პრევენციას, ხაზგასმითაღინიშნა მოსამართლეა მკაფიოდ განსაზღვრული ქცევის სტანდარტების სათანადო შესრულებისადმი მხარდაჭერისა და ზედამხედველობის მნიშვნელობა, რამაც საბოლოო ჯამში ამ ინსტიტუტებში კეთილსინდისიერების უზრუნველყოფას უნდა შეუწყოსხელი.

GRECO-ს რეკომენდაციები მოუწოდებენ ეროვნულ სასამართლოებს მხარი დაუჭირონ და უხელმძღვანელონ მოსამართლეებს, რათა მათ სათანადოდ დაიცვან ერონულ დონეზე არსებული ეთიკური სტანდარტები რთულ სიტუაციებში, აგრეთვე დანერგონ შესაბამისი მექანიზმები. სასამართლოს დამოუკიდებლობის შენარჩუნების აუცილებლობიდან გამომდინარე, მოსამართლეების მხარდაჭერაზე მიმართული სპეციალურად შექმნილი კონფიდენციალური სერვისის არსებობა მიჩნეული იქნა მნიშვნელოვან პროფესიულ ინსტრუმენტად, რომელიც მიზნად ისახავს მოსამართლეებისათვის პრობლებემის ადრეულ ეტაპზევე პროაქტიულად და სათანადოდ გადაჭრაში დახმარებას. საკონსულტაციო მომსახურება მოსამართლეებს დაეხმარება ფორმლური სტანდარტებით და საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრული ეთიკური ვალდებულებების უფრო მკაფიოდ გაცნობიერებაში და ამ მოვალეობების ყოველდღიურ ცხოვრებაში სათანადოდ შესრულებაში.

პრეზენტაციის მონაწილეებს მიესალმენ ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს წარმომადგნელები.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi