მოსამართლე პაატა სილაგაძე მოსწავლეებს შეხვდა

p

მოსამართლე პაატა სილაგაძე მოსწავლეებს შეხვდა

გამოქვეყნებულია: 18/04/2019

17 აპრილს საქართველოს უზენაეს სასამართლოს თბილისის 51-ე საჯარო სკოლის მეათეკლასელები და მათი პედაგოგები ეწვივნენ. მოსწავლეებს ისტორიულ დარბაზში უმასპინძლა და საინტერესო თემებზე ესაუბრა უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საკასაციო პალატის მოსამართლე პაატა სილაგაძე. მოსწავლეები დაინტერესდნენ მოსამართლის პროფესიის სირთულეებითა და განსაკუთრებული მოთხოვნებით, რაც ამ პროფესიის ადამიანებს მუშაობის პროცესში ხვდებათ. მოსამართლე პაატა სილაგაძემ მოსწავლეებს დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია მის მიერ, როგორც მოსამართლის, განვლილი გზის შესახებ, იმ საქმეების შესახებ, რომლებიც მას  დაამახსოვრდა პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, ესაუბრა სასჯელის შეფარდების, გადაწყვტილების დასაბუთების, სისხლის სამართლის პროცესის წაყვანის კონკრეტული ნიუანსების შესახებ. მოსწავლეებმა ასევე დაათვალიერეს უზენაესი სასამართლოს ისტორიული შენობა და მართლმსაჯულების მუზეუმი.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi