უზენაეს სასამართლოს კარიერის დაგეგმვის...

j

უზენაეს სასამართლოს კარიერის დაგეგმვის ცენტრის სტუდენტები სტუმრობდნენ

გამოქვეყნებულია: 10/04/2019

კარიერის დაგეგმვის ცენტრის და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთობლივი აქტივობის ფარგლებში, 31 მარტს, უზენაეს სასამართლოს თბილისის 16 სკოლიდან შერჩეული წარჩინებული მოსწავლეები ეწვივნენ, რომლებიც ორი თვის განმავლობაში  ეცნობოდნენ სამართლის დარგის უმნიშვნელოვანეს ნიუანსებს და დასკვნითი ღონისძიების ფარგლებში ღირსეულად წარსდგნენ უზენაესი სასამართლოს ისტორიულ დარბაზში, სადაც დღემდე იმართება სისხლის სამართლის საკასაციო პალატის სასამართლო სხდომები.

სტუდენტებმა საკუთარ თავზე პროფესიულად მოირგეს ადვოკატის, პროკურორის და მოსამართლის როლები და გამართეს სისხლის სამართლის იმიტირებული პროცესი ქურდული სამყაროს წევრობის თემატიკაზე. როგორც კარიერის დაგეგმვის ცენტრის ხელმძღვანელმა მერი ტარიელაშვილმა განაცხადა, ,,აღნიშნული აქტივობა ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი თაობის განვითრებისთვის, დანაშაულის პრევენციისა და კანონთან დაახლოების თვალსაზრისით, აგრეთვე ეხმარება ახალგაზრდებს პროფესიების გაცნობაში.“

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi