საქართველოს უზენაეს სასამართლოს ნორვეგიის...

norvegielebi

საქართველოს უზენაეს სასამართლოს ნორვეგიის უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლები სტუმრობენ

გამოქვეყნებულია: 24/04/2012

2012 წლის 24 აპრილს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი ნორვეგიის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ტურე შაის და სხვა ნორვეგიელ კოლეგებს შეხვდა. ნორვეგიელი მოსამართლეების ორდღიანი სამუშაო ვიზიტი ძირითადად ორი ქვეყნის საკასაციო სასამართლოების მუშაობის ძირითად პრინციპებს, აქტუალური საკითხების განხილვასა და მომავალ თანამშრომლობას შეეხება.

25 აპრილს კი სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ საქართველოსა და ნორვეგიის სასამართლოების, ასევე საქართველოში მოქმედი საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით გაიმართება კონფერენცია თემაზე: „უზენაესი სასამართლოების მიერ საკუთარი გადაწყვეტილებების გამოყენება და ევროსასამართლოს გადაწყვეტილებები საქართველოსა და ნორვეგიაში“.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi