მოსამართლე ნინო ბაქაქური პარიზში (CCJE)-ს...

sd

მოსამართლე ნინო ბაქაქური პარიზში (CCJE)-ს შეხვედრაში მონაწილეობდა

გამოქვეყნებულია: 29/03/2019

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ნინო ბაქაქური 2019 წლის 20-22 მარტს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს (CCJE) სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობდა.

მოსამართლე ნინო ბაქაქური ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს წევრია 2017 წლიდან. CCJE სამუშაო ჯგუფი ამჟამად მუშაობს #22 დასკვნის პროექტზე, რომელიც შეეხება მოსამართლეთა თანაშემწეების როლს სასამართლო სისტემის ფუნქციონირებაში და მათ ურთიერთობას მოსამართლეებთან. https://www.coe.int/en/web/ccje/-/the-ccje-is-preparing-an-opinion-on-the-role-of-court-clerks-and-legal-assistants-within-the-courts-and-their-relationships-with-judges

#22 დასკვნა განსახილველად წარედგინება CCJE მორიგ პლენარულ სესიას, რომელიც გაიმართება 2019 წლის ნოემბერში.

აღნიშნული სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, 2019 წლის 19 მარტს მოსამართლე ნინო ბაქაქური ასევე ეწვია საფრანგეთის საკსაციო სასამართლოს, სადაც შეხვდა საკასაციო სასამართლოს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის დირექტორის მოადგილეს  მოსამართლე ელოი ბუატ-მენარდს და უზენაესი სასამართლოს მაგისტრატს არნოდ გილქუინ ვანდორს, რომელიც უძღვება უცხო ქვეყნის სასამართლოებთან საფრანგეთის საკასაციო სასამართლოს თანამშრომლობის მიმართულებას. შეხვედრის მიზანი იყო საქარველოსა და საფრანგეთის საკასაციო სასამართლოებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვა და მოსამართლეებს შორის გამოცდილების გაზიარებისათვის საინტერესო თემატიკის გამოკვეთა.

შეხვედრაზე გამოითქვა სურვილი, რომ განხორციელდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ვიზიტი საფრანგეთის საკასაციო სასამართლოში, რომლის ფარგლებშიც ფრანგი და ქართველო მოსამართლეები განიხილავენ საფრანგეთის  და საქართველოს საკასაციო სასამართლოებში საკასაციო საჩივრების დასაშვებობისა და განხილვის ძირითად პრინციპებს, აგრეთვე, გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლოების პრაქტიკას სამოქალაქო და სისხლის სამართლის კომპონენტის გათვალისწინებით.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi