მოსამართლე ნინო ბაქაქურმა (CEPEJ GT-QUAL)...

d

მოსამართლე ნინო ბაქაქურმა (CEPEJ GT-QUAL) 25-ე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

გამოქვეყნებულია: 27/03/2019

2019 წლის 14-15 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე და ევროპის საბჭოს მართლმსაჯულების ეფექტიანობის კომისიაში (CEPEJ) საქართველოს წარმომადგენელი ქ-ნი ნინო ბაქაქური მონაწილეობდა ევროპის საბჭოს მართლმსაჯულების ხარისხის სამუშაო ჯუფის (CEPEJ GT-QUAL) 25-ე შეხვედრაში, რომელიც გაიმართა საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში.

მართლმსაჯულების ხარისხის სამუშაო ჯუფი (CEPEJ GT-QUAL) წარმოადგენს ევროპის საბჭოს მართლმსაჯულების ეფექტიანობის კომისიასთან არსებულ საერთაშორისო ექსპერტთა ექვკაციან ჯგუფს, რომელიც შეიმუშავებს სახელმძღვანელო დოკუმენტებს ევროპის საბჭოს სხვადასხვა დაწესებულებებისა და წევრი ქვეყნების მართლმსაჯულების სისტემებისათვის ხარისხიანი სამართლწარმოების მნიშვნელოვან ასპექტებზე (იხ. https://www.coe.int/en/web/cepej/cepej-work/quality-of-justice).

სამუშაო ჯგუფმა, შარშან პირველად ევროპის საბჭოს არსებობის მანძილზე შეიმუშავა „მართლმსაჯულების სისტემაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ევროპული ეთიკის ქარტია“, რომელიც 2018 წლის დეკემბერში დაამტკიცა ევროპის საბჭოს მართლმსაჯულების ეფექტიანობის კომისიამ.

შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფის წევრმა ექპერტებმა მოისმინეს ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა მართლმსაჯულების სისტემაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასთან დაკავშირებით ჯგუფის მიერ შექმნილი ზემოაღნიშნული ეთიკის ქარტიის შესახებ ცნობადობის ამაღლებისა და მასში გადმოცემული პრინციპების დანერგვის ღონისძიებებს ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში. ჯგუფმა ასევე მოისმინა  სტრასბურგის უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს პრეზიდენტის ბატონ ტიერი გერას მოხსენება სტრასბურგის სასამართლოში დანერგილი, სასამართლო გადაწყვეტილებების ბაზის შემცველი, ხელოვნური ინტელექტის პროგრამის შესახებ და მისი შექმნისას ევროპული ეთიკის პრინციპების გამოეყების თაობაზე.

ჯგუფის წევრებმა განიხილეს სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: კიბერსამართლის მიმართულებით მათლმსაჯულების შემდგომი განვითარების ეტაპები, სასამართლოებში საქმეთა ელექტონული წარმოების პროგრამების განახლება/სრულყოფის თანამედროვე მეთოდები, მართლმსაჯულების სისტემებისთვის საინფორმაციო ტექნოლოგიების სტრატეგიის შემუშავება და ამ მიმართულებით CEPEJ GT-QUAL  მიერ უკვე მომზადებულ სახელმძღვანელოთა შემდგომი სრულყოფა; მოსამართლეთა შორის ცოდნის გაზიარების სტრატეგია, როგორც მოსამართლის იზოლაციის დაძლევისა და მისი კვალიფიკაციის/გამოცდილების ზრდის აუცილებელი კომპონენტი.

ჯგუფმა იმსჯელა აგრეთვე, სამომავლო კვლევისათვის საინტერესო საკითხების განსაზღვრაზე, რომელთაც მნიშვნელობა აქვს მართლმსაჯულების ხარისხის შემდგომი სრულყოფისათვის.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi