ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ...

s

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიღებული უახლესი გადაწყვეტილებები

გამოქვეყნებულია: 22/03/2019

უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრმა თარგმნა სამართლებრივი შეჯამებები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ უახლეს გადაწყვეტილებებსა და განჩინებაზე, კერძოდ: გაბლიშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, კობიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ და მანუკიანი საქართველოს წინააღმდეგ.

გაბლიშვილის საქმე ეხებოდა მომჩივანთა წინააღმდეგ ციხის თანამშრომლების მხრიდან განხორციელებულ არასათანადო მოპყრობას და ხელისუფლების ორგანოების მიერ აღნიშნული ფაქტის არასათანადო გამოძიებას. აღნიშნულ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-3 მუხლის მატერიალური და პროცედურული ნაწილის დარღვევა დაადგინა.

კობიაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფის დარღვევა დაადგინა და მიიჩნია, რომ მომჩივანს არ მიეცა ეფექტური შესაძლებლობა, გაესაჩივრებინა ჩხრეკის ჩატარების გარემოებები და ეროვნულ დონეზე შეწინააღმდეგებოდა ჩხრეკის შედეგად მოპოვებული მტკიცებულების გამოყენებას.

მანუკიანის საქმე ეხებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 2008 წელს მომჩივნის სავარაუდო არასათანადო მოპყრობას. საქართველოს მთავრობამ აღიარა კონვენციის მე-13 მუხლის დარღვევა სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების არარსებობის გამო კონვენციის მე-3 მუხლთან დაკავშირებულ საჩივრებზე.  მთავრობამ ასევე, დეკლარაციის გზით აღიარა მომჩივნის მიმართ კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევა, არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით ეფექტიანი გამოძიების ჩაუტარებლობის გამო.

გაბლიშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ

კობიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ

მანუკიანი საქართველოს წინააღმდეგ

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi