უზენაეს სასამართლოს გერმანელი ექსპერტი ულრიხ...

Hh

უზენაეს სასამართლოს გერმანელი ექსპერტი ულრიხ ჰანგელოხი სტუმრობდა

გამოქვეყნებულია: 19/03/2019

13-14 მარტს საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) -ის მოწვევით გერმანელმა ექსპერტმა ულრიხ ჰანგელოხმა შეხვედრები გამართა. სამუშაო ვიზიტის პირველ დღეს იგი შეხვდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარეს მზია თოდუას და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ცალკეული მუხლების კომენტარებზე მომუშავე ჯგუფის წევრებს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლეებს ეკატერინე გასიტაშვილს, ბესარიონ ალავიძეს, პაატა ქათამაძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებს დიანა ბერეკაშვილს და ქეთი მესხიშვილს. 

სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავდება და გამოიცემა კომენტერები არა მხოლოდ მოსამართლეებისთვის,  არამედ იურისტთა ფართო წრისთვის, რომელიც განმარტავს ქართული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ცალკეულ ნორმებს და აქ ასევე აისახება გერმანული სამოქალაქო საპროცესო სამართლის გამოცდილება.

სამუშაო ვიზიტის მეორე დღეს ულრიხ ჰანგელოხმა  სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლეებთან: ზურაბ ძლიერიშვილთან, პაატა ქათამაძესთან და ბესარიონ ალავიძესთან  ერთად  მოხსენებები გააკეთა ისეთ მნიშვნელოვან თემებზე როგორიცაა: ლიზინგისა და გირავნობით უზრუნველყოფილი სესხის გამიჯვნა, დავალების ხელშკრულებიდან გამომდინარე ადვოკატის ჰონორარის განსაზღვრის საკითხი, შეიძლება თუ არა სააპელაციო საჩივრის მსჯელობის საგანი გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტი და არა სარეზოლუციო ნაწილით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგი.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi