იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მომზადების...

h

იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მომზადების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

გამოქვეყნებულია: 12/03/2019

დღეს 12 მარტს, იუსტიციის უმაღლესი სკოლის საკონფერენციო დარბაზში, სამოსამართლო კანდიდატების (იუსტიციის მსმენელების) მომზადების პროგრამის განახლებული ვერსიის პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებას უძღვებოდა იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ტყავაძე.პრეზენტაციის მონაწილეებს მიესალმენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი მზია თოდუა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე, იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორი ვანო ბოლქვაძე და საქართველოში ევროკავშირის  პროგრამის მენეჯერი პიტერ დანიში.  

მზია თოდუამ თავის გამოსვლაში ისაუბრა იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და მოსამაზადებელი პროცესის მნიშვნელობაზე მართლმსაჯულების ხარისხის ამაღლებისათვის. აღნიშნა, რომ სკოლის მსმენელს ეძლევა შესაძლებლობა მიიღოს სამოსამართლო უნარ-ჩვევები, შეისწავლოს სამოსამართლო პროცესის მართვა, საკუთარი თავის მართვა, რადგან მოსამართლის საქმიანობა რთული ფსიქო-ემოციური დატვირთვით ხასიათდება და ამ უნარების ცოდნა აუცილებელია სრულყოფილი სამოსამართლო საქმიანობის განხორციელებისთვის.უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ასევე აღნიშნა, რომ იგი მზად არის თავისი პროფესიული გამოცდილება და ცოდნა გაუზიაროს ამ სკოლის მსმენელებს მიუხედავად უკიდურესად დატვირთული სამუშაო რეჟიმისა.

ღონისძიების ძირითადი  ნაწილი მიეძღვნა სამოსამართლო კანდიდატების მომზადების პროგრამის პრეზენტაციას.

იუსტიციის უმაღლეს სკოლაში განხორციელებულ ღონისძიებებსა და შედეგებზე ისაუბრა იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორმა ვანო ბოლქვაძემ, სკოლის წინაშე მდგარ ძირითად გამოწვევებსა და რეკომენდაციებზე დამსწრე საზოგადოებას თავისი ხედვები წარუდგინა ნიკოლ კოშემ, საფრანგეთის მართლმსაჯულების საერთაშორისო თანამშრომლობის დირექტორმა, სკოლის განახლებული პროგრამის სტრუქტურასა და შინაარსზე ისაუბრეს ანიკო ფარჯიანმა, იუსტიციის უმაღლესი სკოლის ანალიტიკური და საერთაშორისო ურთიერთობების სექტორის უფროსმა, Twinning-ის პროექტის ლიდერმა, ნიკოლ კოშემ, საფრანგეთის მართლმსაჯულების საერთაშორისო თანამშრომლობის დირექტორმა და ინესე ავოტამ, ლატვიის სამოსამართლო სწავლების ცენტრის ექსპერტმა. ღონისძიებას მოდერაციას უწევდა სოლვიტა კალნინა-ცაუნე, Twinning-ის რეზიდენტი მრჩეველი, ლატვიის სამოსამართლო სწავლების ცენტრის დირექტორი.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi