წინანდალში უზენაესი სასამართლოს სამუშაო...

t

წინანდალში უზენაესი სასამართლოს სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გამოქვეყნებულია: 11/03/2019

8-9 მარტს წინანდალში, სასტუმრო ,,რედისონში“, საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და ევროკავშირის სასამართლოს მხარადაჭერის პროექტის ერთობლივი ორგანიზებითა და მხარდაჭერით, ინსტიტუციური განვითარების საკითხებზე,  უზენაესი სასამართლოს სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა გახსნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარემ მზია თოდუამ, რომელმაც დადებითად შეაფასა საქართველოში სასამართლოს გაძლიერებისა და ზოგადად მართლმსაჯულების სისტემის განვითრების კუთხით მომუშავე საერთაშრისო დონორი ორგანიზაციების ძალისხმევა და მიღწეული პოზიტიური შედეგები და აღნიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები მეტად ნაყოფიერ შედეგს იძლევა როგორც სასამართლოს შიდა სტრუქტურების მუშაობისა და კოორდინაციის გაძლიერების, ისე სასამართლო პერსონალის მოტივაციის გაზრდის მიზნით, რაც საბოლოო ჯამში მეტად პოზიტიურად აღიბეჭდება მოსამართლის მუშაობაზე. შეხვედრის მონაწილეებს მიესალმენ ევროკავშირის სასამართლოს მხარადჭერის პროექტის ხელმძღვანელი, ავსტრიელი მოსამართლე რენატე ვინტერი და უზენაესი სასამართლოს მენეჯერი ნატო ლომთათიძე.

სამუშაო სემინარზე საგანგებოდ იყო მოწვეული ავსტრიელი მოსამართლე მიქაელ მაცკა, რომელმაც ავსტრიის უზენაესი სასამართლოს მუშაობის გაკლითზე, ბევრი საინტერესო მომენტი გაიხსენა თავისი სამუშაო პრაქტიკიდან.  დღის წესრიგით გათვალისწინებული გეგმის მიხედვით მოხსენებებით წარსდგნენ და პრეზენტაციები წარმოადგინეს უზენაესი სასამართლოს სამართლებრივი მხარდაჭერის ხელმძღვანელმა ლია ყიფიანმა, კომუნიკაციისა და კოორდინაციის ხელმძღვანელმა ანა შალამბერიძემ, უზენაესი სასამართლოს მენეჯერმა ნატო ლომთათიძემ და მომსახურების ხარისხსის განვითრების სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებმა.

პირველი სამუშაო დღის  შედეგები შეაჯამა და სამომავლო ხედვებზე ისაუბრა უზენაესი სასამართლოს მოვალეობის შემსრულებელმა მზია თოდუამ. ავსტრიის უზენაესი სასამართლოს საქმეთა რეგისტრაციის სისტემაზე ისაუბრა მოსამართლე  მიქაელ მაცკამ. მეორე სამუშაო დღის ფარგლებში უზენაესი სასამართლოს  3 რგოლმა შეიმუშავეს ერთობლივი შიდა გეგმები და წარმოადგინეს პრეზენტაციები.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi