საქართველოს უზენაესი სასამართლოს განცხადება

g

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განცხადება

გამოქვეყნებულია: 06/03/2019

2019 წლის 4 მარტს დავით ზილფიმიანის მიერ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით

წინამდებარე განცხადებით საქართველოს უზენაესი სასამართლო ეხმიანება დავით ზილფიმიანის მიერ 2019 წლის 4 მარტს გავრცელებულ, სიცრუის შემცველ ინფორმაციას უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2018 წლის 18 თებერვალს განიხილულ სამოქალაქო საქმესთან დაკავშირებით (იხ. სუსგ № ას-1062-1022-2016).

აღნიშნულ საქმეში დავით ზილფიმიანი, როგორც ფიზიკური პირი, წარმოადგენდა მოპასუხეს შპს „C. I.“ მიერ აღძრულ სარჩელზე. დავის საგანი იყო მოპასუხისათვის სესხის სახით მიღებული თანხის გადახდის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 27 სექტემბრის განჩინებით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.

წარმოებაში მიღების განჩინებით განისაზღვრა უზენაეს სასამართლოში საქმის განმხილველი შემადგენლობა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის განხილვის ფორმა „ზეპირი მოსმენის გარეშე“. აღნიშნული განჩინების შინაარსი კანონმდებლობით დადგენილი წესით ეცნობა დავით ზილფიმიანს.

საკასაციო საჩივრის დასაშვებების განხილვის ეტაპზე, 2016 წლის 28 დეკემბერს დავით ზილფიმიანმა უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა წერილობითი პასუხი საკასაციო საჩივარზე, რითაც გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლით მინიჭებული უფლება გამოეთქვა მოსაზრებები საკასაციო საჩივარში მითითებულ ყველა საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის, წინა ინსტანციების სასამართლოების მოტივაციასთან მიმართებაში გამოთქმულ საკასაციო პრეტენზიებზე.

დავით ზილფიმიანს არ გამოუყენებია სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული უფლებები მოეთხოვა საქმის განხილვა ზეპირი მოსმენით, ასევე წერილობით დაეყენებინა აცილება საქმის განმხილველი მოსამართლეების მიმართ, თუკი წარმოეშვა ეჭვი, რომ არსებობდა მათი აცილების საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე (სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან). ამავე განჩინებით დადგინდა, რომ საქმეს საკასაციო სასამართლო არსებითად განიხილავდა ასევე ზეპირი მოსმენის გარეშე. აღნიშნული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი 2017 წლის 17 ოქტომბერს სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით პირადად ეცნობა დავით ზილფიმიანს.  

2017 წლის 31 იანვარს დავით ზილფიმიანმა უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა დაზუსტებული პასუხი საკასაციო საჩივარზე. მას რაიმე სახის შუამდგომლობა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე არც საკასაციო საჩივრის დაშვების შემდეგ დაუყენებია.

2018 წლის 18 თებერვალს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე არსებითად განიხილა  მოსარჩელის საკასაციო საჩივარი და დააკმაყოფილა იგი. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 27 სექტემბრის განჩინება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ წერილობით უნდა აცნობოს მხარეებს. 

უზნაესი სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ წინამდებარე საქმეში მხარეს არ წარმოადგენდა სამაუწყებლო კომპანია „სტერეო +“; ასევე, დავის საგანს არ წარმოადგენდა დავით ზილფიმიანის წილი აღნიშნულ კომპანიაში. წინამდებარე დავის ფარგლებში უზენაესი სასამართლოს არ უმსჯელია, სარჩელის ან გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე დავით ზილფიმიანის ქონების, მათ შორის კომპანია „სტერეო+“-ში მისი წილის, დაყადაღების სახით.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi