უზენაეს სასამართლოში ტრენინგი გაიმართა

t

უზენაეს სასამართლოში ტრენინგი გაიმართა

გამოქვეყნებულია: 27/02/2019

მიმდინარე წლის 19 თებერვალს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეებისათვის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო პრაქტიკით დადგენილი სტანდარტების იმპლემენტაციის შესახებ ტრენინგი გაიმართა.

სემინარის მონაწილეებს მიესალმნენ ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელი საქართველოში მოსამართლე რენატა ვინტერი და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის PROLOG-ის წარმომადგენელი გიორგი ჩხეიძე. მოსამართლებისთვის სემინარს უძღვებოდნენ ექსპერტები ბესარიონ ბოხაშვილი და ლევან მესხორაძე. მოსამართლეთათვის სემინარი ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც განიხილეს საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული თემები.

პირველი სესია საკუთრების უფლებას, ზოგად კონცეფციებს (ქონების ცნება, საკუთრების უფლების მოქმედების ფარგლები, ურთიერთობები, რომლებიც ხვდება საკუთრების უფლების ქვეშ და რომლებიც არ ხვდება, ევროპული სასამართლოს უახლესი პრეცედენტული სამართლით დადგენილ სტანდარტებს მიეძღვნა. სემინარზე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა საკუთრების უფლების შეზღუდვის საფუძვლები, ლეგიტიმურობა და დასაბუთება, საკუთრების უფლება და ექსპროპრიაცია, საკუთრების უფლება და საკუთრების კონტროლი,  საკუთრების უფლება და დელიქტური ვალდებულებები, საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილებები, კომპენსაციის ოდენობის დადგენის კრიტერიუმები საკუთრების საქმეებთან მიმართებაში, საკუთრების უფლება და საპროცესო ხარჯები.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi