მართლმსაჯულების ზამთრის სკოლის მონაწილეები ...

l

მართლმსაჯულების ზამთრის სკოლის მონაწილეები ,,ლოლიტაში“ შეიკრიბნენ

გამოქვეყნებულია: 27/02/2019

22 თებერვალს ,,ლოლიტას“ საკონფერენციო დარბაზში მართლმსაჯულების ზამთრის სკოლის გახსნითი ღინისძიება გაიმართა, რომელსაც უძღვებოდა ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელი რენატე ვინტერი.

ზამთრის სკოლა განკუთვნილია სასამართლო სისტემის თანამშრომლებისთვის და იგი იუსტიციის უმაღლესი სკოლის, იუსტიიის უმაღლესი საბჭსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ეგიდით  #USAID#PROLOG-ისა და სახვა დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით ტარდება.

მართლმსაჯულების ზამთრის სკოლის მონაწილეებს  მიმართეს პროექტის ორგანიზატორებმა და დონორი ორგანიზაციების წარმომადენლებმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შმსრულებელმა, სამოქალქო საქმეთა პალატის ავმჯდომარემ მზია თოდუა, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ, საქართველოს იუტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორმა ვანო ბოლქვაძემ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარის საგენტოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ საქართველოში დევიდ ჰოფმანმა, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ საქართველოში ვაჰაგ მურადიანმა, ადამინის უფლებათა უფროსმა მრჩეველმა სამხრეთ კავკასიაში ვლადიმირ შკოლნიკოვმა.

შეხვედრის მონაწილეებს მიმართეს 2018 წლის ზამთრის სკოლის დაჯილდოვებულმა მონაწილეებმა  თამარ ჭალიძემ, თამთა ყენიამ და ნინო ბაგაშვილმა და გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება. წელს ..ზამთრის სკოლაში“ უზენაესი სასამართლოს ორმა წარმომადგენელმა მოიპოვა მონაწილეობის უფლება ნიკოლოზ დადეშიძე -უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების კონსულტანტმა და თამარ ლეკიაშვილმა - ეროვნული პრაქტიკის შესწავლისა და განზოგადების განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მზია თოდუამ მადლობა გადაუხადა დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს და აღნიშნა, რომ მათი მხარდაჭერის გარეშე საერთო სასამართლოების სისტემა ვერ შესძლებდა მართლმსაჯულების ზამთრის სკოლის ორგანიზებას. ,,სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის განმტკიცება გარკვეულწილად დამოკიდებულია მოსამართლისა  და სასამართლო მოხელეების მაღალ კვალიფიკაციაზე, მათი მოვალეობების გულმოდგინედ და ეთიკური სტანდარების შესაბამისად განხოორციელებაზე. შესაბამისად, მოსამართლეთა და სასამართლოს მოხელეთა - მწერალი თანაშემწეების და ანალიტიკური რგოლების თანამშრომელთა გადამზადების პროგრამა მნიშვენლოვან როლს ასრულებს სასამართლო გადაწყვეტილებების დასაბუთების ხარისხის ზრდის ნაწილში. ამავდროეულად მოქალაქეების ნდობას სასამართლო სისტემისადმი ასევე განაპირობებს მოსამართლეების და სასამართლო მოხელეების ღრმა და ყოველმხრივი ცოდნა, როგორც შიდა კანონმდებლობის, ასევე საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების გამოყენების შესახებ. მართლმსაჯულების ზამთრის სკოლის პროგრამა მოიცავს სალექციო კურსს სამართლოს სფეროს სხვადასხვა მიმართულებით, როგორიცაა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ადამიანის უფლებები, ევროკავშირის სამართალი, დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებები და სხვა თემები, რაც მონაწილეთა ცოდნის და უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას უზრუნველყოფს“ - განაცხადა თავის მიმართვაში მზია თოდუამ და წარმატებები უსურვა ახალგაზრდებს მიმდინარე ნაყოფიერი და დატვირთული კვირის განმავლობაში.

კონფერენციის დასრულების შემდგომ მონაწილეები ბორჯომში გაემგზავრნენ, სადაც ერთი კვირის განმავლობაში იმუშავებს 2019 წლის მართლმსაჯულების ზამთრის სკოლა.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi