მზია თოდუა თელაველ სტუდენტებს შეხვდა

da

მზია თოდუა თელაველ სტუდენტებს შეხვდა

გამოქვეყნებულია: 06/02/2019

სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარემ მზია თოდუამ შეხვედრა გამართა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტებთან, რომლებიც პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ უზენაესი სასამართლოს ისტორიულ შენობაში.

თელაველ სტუდენტთა ვიზიტს უზენაეს სასამართლოში ორგანიზება გაუწია პროფესორმა მარინა კვაჭაძემ, რომელიც უზენაეს სასამართლოში ანალიტიკურ განყოფილებას ხელმძღვანელობს და თელავის უნივერსიტეტის პროფესორია.

მზია თოდუამიესალმა თელავის უნივერსიტეტის სტუდენტებს და ისაუბრა სასამართლო სისტემის სტრუქტურის, მათ შორის უზენაესი სასამართლოს ფუნქციის, პალატების საქმიანობის, ზოგადად მართლმსაჯულების წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ყურადღება გაამახვილა იურისტის კვალიფიკაციისა და განათლების, პროფესიული პასუხისმგებლობისა და სამართლის ნორმების გამოყენების მნიშვნელობაზე. მზია თოდუამ ასევე ისაუბრა მის მიერ, როგორც იურუსტის და შემდგომ მოსამართლის, განვლილ გზაზე, მნიშვნელოვან  მომენტებზე საკუთარი პროფესიული გამოცდილებიდან და სამოსამართლო პრაქტიკიდან. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, იურისტის  პროფესიის მნიშვნელოვან თვისებებად დაასახელა სწრაფი კონცენტრაციის უნარი, ინტუიცია, სიმამაცე  და შეუვალობა სხვადასხვა ზემოქმედებისა  და ზეგავლენების მიმართ. სტუდენტები დაინტერესდნენ მოსამართლის პროფესისი არჩევის, მოსამართლის თანაშემწისა და მწერალი თანაშემწის პროფესიისადმი პროფესიული მოთხოვნების დეტალებით.

შეხვედრის დასასრულს სტუდენტებს დაურიგდათ სამახსოვრო ვიდეო-ბუკლეტები უზენაესი სასამართლოს ისტორიული შენობის შესახებ. თელაველმა სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა მოსამართლე მზია თოდუა მიიწვიეს თელავის უნივერსიტეტში საჯარო ლექციისათვის, რაც უახლოეს მომავალში გაიმართება.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi