უზენაეს სასამართლოს თურქეთის დელეგაცია...

garexedi

უზენაეს სასამართლოს თურქეთის დელეგაცია ესტუმრა

გამოქვეყნებულია: 12/04/2012

2012 წლის 12 აპრილს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილმა თურქეთის იუსტიციის სამინისტროსა და თურქეთის საგარეო და სამართლის დეპარტამენტის დელეგაციას უმასპინძლა.
სტუმრებს შორის იყვნენ: თურქეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილე კენან ოზდემირი, იუსტიციის აკადემიის პრეზიდენტი ჰუსეინ ილდირიმი, საერთაშორისო სამართლისა და საგარეო ურთიერთობების გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორი და მომკვლევი მოსამართლე.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ სტუმრებს სასამართლოში მიმდინარე რეფორმები და მიმდინარე პროექტები გააცნო. კონსტანტინე კუბლაშვილმა ისაუბრა მოსამართლეთა შერჩევისა და სწავლების, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განხორციელებული ცვლილებების, ასევე, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ამოქმედების შესახებ.
თურქული დელეგაციის ვიზიტი საქართველოში 13 აპრილს დასრულდება.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi