ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს...

j

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე - მაისურაძე საქართველოს წინააღმდეგ

გამოქვეყნებულია: 09/01/2019

უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრმა თარგმნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ, 2018 წლის 20 დეკემბერს, სამი მოსამართლის შემადგენლობით, მიღებული გადაწყვეტილება საქმეზე მაისურაძე საქართველოს წინააღმდეგ. წინამდებარე საქმე ეხებოდა კონვენციის მე-2 მუხლით უზრუნველყოფილი სიცოცხლის უფლების დარღვევას, კერძოდ, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 2009 წლის 19 მაისს მომჩივნის შვილის გარდაცვალებას. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ პატიმარი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მოკლებული იყო შესაძლებლობას, ესარგებლა, ეფექტური სამედიცინო მკურნალობით, რამაც, საბოლოოდ, მისი სიკვდილი გამოიწვია. ამასთან, მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჩატარებული გამოძიება არ შეესაბამებოდა კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურულ მოთხოვნებს. შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლომ კონვენციის მე-2 მუხლის მატერიალურ-სამართლებრივი და პროცედურული ნაწილების დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის 15, 000 ევროს გადახდა დააკისრა.

იხილეთ გადაწყვეტილება სრულად

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi