"მოსამართლის ოქროს ჩაქუჩის"...

oqros chaquchi

"მოსამართლის ოქროს ჩაქუჩის" კონკურსის პრეზენტაცია

გამოქვეყნებულია: 11/04/2012

2012 წლის 10 აპრილს, სასტუმრო ,"ქორთიარდ მარიოტში" გაიმართა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ორგანიზებული ღონისძიება, სადაც წარმოდგენილი იყო საზოგადოებასთან კომუნიკაციისა და ნდობის სამოქმედო გეგმა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი ვებ-გვერდის პრეზენტაცია, ასევე გამოცხადდა პირველი კონკურსი მედიისა და ხელოვნების დარგში - "მოსამართლის ოქროს ჩაქუჩის" ნომინაციაზე. 

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შემუშავებული საზოგადოებასთან კომუნიკაციისა და ნდობის სამოქმედო გეგმის ძირითადი მიზნებია მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის განმტკიცება, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და სასამართლოს საქმიანობის შესახებ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გამჭვირვალობის უზრუნველოყოფა და სხვა.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოველწლიური ჯილდო - "მოსამართლის ოქროს ჩაქუჩი" - მიზნად ისახავს მედიისა და ხელოვნების დარგში მოღვაწე პირების მიერ საქართველოს სასამართლოების მუშაობის გაშუქებას, ასევე მართლმსაჯულების შესახებ საზოგადოების სწორ ინფორმირებას.

ნამუშევრების შეფასებაში მონაწილეობას მიიღებენ, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, USAID–ის მიერ დაფინანსებული სასამართლოს დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის-(JILEP)-ის, ადვოკატთა კორპუსის, ასევე მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოველწლიური ჯილდო - "მოსამართლის ოქროს ჩაქუჩი"-ს შესახებ სრული ინფორმაცია, ასევე შეფასების კრიტერიუმების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ თანდართული ფაილის სახით.
საკონკურსო მასალები შეგიძლიათ გამოგზავნოთ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ელექტრონული ფოსტის საშუალებით: council@hcoj.gov.ge

იხილეთ თანდართული ფაილი

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi