ვიზიტი უზენაეს სასამართლოში

d

ვიზიტი უზენაეს სასამართლოში

გამოქვეყნებულია: 26/12/2018

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით განსაზღვრული ერთობლივი სასწავლო, შემეცნებითი და პრაქტიკული აქტივობების განხორციელება გრძელდება. 21 დეკემბერს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტები საქართველოს უზენაეს სასამართლოს ეწვივნენ. სტუდენტებს ხელმძღვანელობას უწევდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანის მოადგილე - ია ხურციძე. სამართლის სკოლის სტუდენტები გაეცნენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს დაარსების ისტორიას. მათ დაათვალიერეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ისტორიული შენობა, მართლმსაჯულების მუზეუმში დაცული სამართლის უძველესი ძეგლები და საპროცესო მართლმსაჯულების განხორციელების დარბაზები. სტუდენტებს გულთბილი შეხვედრა მოუწყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორმა, ბატონმა ზურაბ ძლიერიშვილმა. შეხვედრაზე სტუდენტებთან გაიმართა საუბარი საერთო სასამართლოების სისტემაზე, უზენაესი სასამართლოს განსაკუთრებულ როლსა და ფუნქციებზე, მოსამართლეთა უფლებამოსილებებზე, მიმდინარე საქმეებსა და უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ ერთგვაროვან პრაქტიკაზე. ზემოაღნიშნული საკითხების გაშუქებამ სტუდენტთა დიდი დაინტერესება გამოიწვია. შეხვედრაზე ყველა სტუდენტს მიეცა საშუალება გამოეხატა საკუთარი აზრი, დაესვა მისთვის საინტერესო შეკითხვები. სამართლის სკოლის სტუდენტებმა დიდი მადლობა გადაუხადეს პროფესორ ზურაბ ძლიერიშვილს მათთან გულითადი შეხვედრისა და საინტერესო საკითხთა მიმოხილვისათვის. სტუდენტებმა მადლიერება გამოხატეს ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს იმ წარმომადგენლების მიმართაც, რომლებმაც არ დაიშურეს ძალისხმევა ამ ვიზიტის წარმატებით განხორციელებისათვის. ეს შეხვედრა უმნიშვნელოვანესი იყო სამართლის სკოლის სტუდენტების პროფესიული კომპეტენციებისა და მოტივაციის ამაღლებისათვის.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi