უზენაეს სასამართლოში სტატისტიკის წარმოების...

sfs

უზენაეს სასამართლოში სტატისტიკის წარმოების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

გამოქვეყნებულია: 14/12/2018

14 დეკემბერს , საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის დარბაზში საერთო სასამართლოების კანცელარიის უფროსებთან და სპეციალისტებთან სასამართლო სტატისტიკის წარმოების საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებს მიესალმნენ უზენაესი სასამართლოს სამართლებრივი მხარდაჭერის ხელმძღვანელი ლია ყიფიანი და უზენაესი სასამართლოს სამართლებრივი მხარდაჭერის სტატისტიკის სექტორის უფროსი ლია მჭედლიშვილი.

შეხვედრაზე სისხლის სამართლის საქმეთა ელექტრონული ფაილების მიმოხილვაზე ისაუბრა სტატისტიკის სექტორის მთავარმა კონსულტანტმა მაია გარსიძემ, სტატისტიკური ანგარიშების ფორმების (არასრულწლოვნების, საპროცესო შეთანხმების, გასაჩივრების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის) მიმოხილვა წარმოადგინა სტატისტიკის სექტორის კონსულტანტმა ნათია მახაჭაშვილმა.

სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს უზენაესი სასამართლოს სტატისტიკის სექტორის უფროსმა ლია მჭედლიშვილმა გააცნო აღკვეთის ღონისძიების შესახებ ელექტრონული ფაილისა და სტატისტიკური ანგარიშების სხვა ფორმების მიმოხილვა და სასამართლო სტატისტიკის წარმოების დროს არსებული ძირითადი გამოწვევები.

შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია. მონაწილებმა სამომავლო გეგმებიც განიხილეს.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi