ანალიტიკური განყოფილების თანამშრომლებმა...

k

ანალიტიკური განყოფილების თანამშრომლებმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს

გამოქვეყნებულია: 13/12/2018

ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში, რომელმაც სტარტი აიღო 10 დეკემბერს, 2018 წლის 13 დეკემბერს  კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი მასპინძლობდა უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების თანამშრომლებს. შეხვედრა გახსნა უნივერსიტეტის კანცლერის მოადგილემ სტრატეგიული განვითარების დარგში,  ქალბატონმა ნინო ჩუბინიძემ. უზენაესი სასამართლოდან შეხვედრას ესწრებოდნენ: ანალიტიკური განყოფილების უფროსი მარინა კვაჭაძე, ანალიტიკური განყოფილების კვლევისა და ანალიზის ცენტრის მთავარი კონსულტანტი  ნათია ჯუღელი, ამავე ცენტრის თანამშრომელი თორნიკე ჭიჭინაძე და ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის თანამშრომელი ნიკა დათეშიძე.

მარინა კვაჭაძემ უნივერსიტეტის სტუდენტებსა და ლექტორებს გააცნო ანალიტიკური განყოფილების საქმიანობა, ისაუბრა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების საძიებო სისტემის ქართულ ენაზე მომზადებულ ინტერფეისზე, ასევე იმ უახლეს საქმეებზე, რომლებიც მიღებული იქნა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ.

შეხვედრაზე, ნათია ჯუღელმა, წარმოადგინა კვლევის პრეზენტაცია, რომელიც ეხება ეროვნულ სასამართლო გადაწყვეტილებებში დისკრიმინაციის აკრძალვის შესახებ  საერთაშორისო სტანდარტების გამოყენების საკითხებს. მან ვრცლად ისაუბრა  სასამართლოების მიერ ამგვარი კატეგორიის დავების განხილვის თავისებურებებზე.

დისკრიმინაციის საკითხებთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის შესახებ ისაუბრა ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის თანამშრომელმა ნიკა დათეშიძემ. მან მიმოიხილა მოცემულ თემატიკაზე როგორც ევროპული სასამართლოს პრეცედენტული მნიშვნელობის გადაწყვეტილებები, ასევე საქართველოს წინააღმდეგ არსებული საქმეები. განხილულ იქნა აგრეთვე დისკრიმინაციული მოპყრობის ცნება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლთან მიმართებით და ის სტანდარტები, რომლებიც დადგენილია სტრასბურგის სასამართლოს მიერ.

სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ კითხვა-პასუხის რეჟიმში მიეღოთ მომხსენებლებისგან მათთვის საინტერესო ინფორმაცია. პრეზენტაციების დასასრულს მონაწილეებმა გამოთქვეს სურვილი, რომ ამგვარი ხასიათის შეხვედრები მომავალშიც აქტიურად გაიმართოს.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi