თბილისში მოსამართლეთა XXIV რიგგარეშე...

sa

თბილისში მოსამართლეთა XXIV რიგგარეშე კონფერენცია გაიმართა

გამოქვეყნებულია: 10/12/2018

9 დეკემბერს თბილისში, იუსტიციის უმაღლესი სკოლის სააქტო დარბაზში, მოსამართლეთა XXIV რიგგარეშე კონფერენცია გაიმართა, რომელსაც მისასალმებელი სიტყვით მიმართა  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ. კონფერენციაზე მოსამართლეთა წინაშე დამოუკიდებელმა ინსპექტორმა ქეთევან ცინცაძემ ერთწლიანი ანგარიში წარადგინა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარემ მზია თოდუამ მაღალი შეფასება მისცა დამოუკიდებელი ინსპექტორის მიერ წარმოდგენილ მოხსენებას და ხაზი გაუსვა მასში გამოკვეთილი საკითხების მნიშვნელობას.

მოსამართლე მზია თოდუამ ასევე  გაამახვილა ყურადღება იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან ურთიერთობების გაღრმავებაზე, სამომავლო თანამშრომლობაზე სპეციალური სასწავლო პროგრამების შექმნის მიზნით, რომელიც ორიენტირებული იქნება  არამხოლოდ თეორიულიულ, არამედ პრაქტიკულ სამოსამართლო უნარ-ჩვევების დაუფლებაზე.

მოსამართლეთა კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარე აირჩიეს. საბჭოს მოსამართლე გიორგი ტყავაძე სამი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi