სტამბოლის კონვენციის იმპლემენტაციაზე სამუშაო...

m

სტამბოლის კონვენციის იმპლემენტაციაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გამოქვეყნებულია: 05/12/2018

30 ნოემბერს, სასტუმრო ,,ქორთიარდ მარიოტში“, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის მხარდაჭერით სამუშაო შეხვედრა გაიმართა თემაზე: ,,ევროპის საბჭოს სტამბოლის კონვენცია - იმპლემენტაციის ერთი წელი საქართველოში“.

შეხვედრა გახსნა ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში კრისტიან ურსემ, რომელმაც დადებითად შეაფასა საქართველოს მხრიდან ამ კონვენციის იმპლემენტაციის მიმართულებით გაწეული სამუშაო და მნიშვნელოვანი უწოდამას.

ევროპის საბჭოს კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობის ადა ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ (სტამბოლის კონვენცია) არის ყველაზე სრულყოფილი და კომპლექსური საერთაშორისო შეთანხმება, რომელიც ადამიანის უფლებების ამ სერიოზულ დარღვევასთან დაკავშირებით არსებობს. ძალადობის პრევენცია, დაზარალებულთა დაცვა და დამნაშავეთა დევნა აღნიშნული კონცევენციის მთავარი ქვაკუთხედია.  საქართველოს პარლამენტმა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის შესახებ საკუთარი ვალდებულება დაადასტურა 2017 წლის 19 მაისს მისი რატიფიკაციით. საქართველოში კონვენცია ძალაში 2017 წლის 1 სექტემბერს შევიდა. სამუშაო შეხვედრის მიზანი გახლდათ ფინანსური, საკანონ მდებლო და პოლიტიკური ჩარჩოს შეფასება კონვენციის ძალაში შესვლის შემდეგ, თუ სტამბოლის კონვენციის რომელი სტანდარტებია მიღებული, რა გამოწვევები გვხვდება იმპლემენტაციის პროცესში, რის განვითარებაა სამომავლოდ საჭირო.

შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე მზია თოდუა, რომელმაც შეხვედრას თავისი შინაარსიდან და ფორმატიდან გამომდინარე ძალზედ მნიშვნელოვანი და დროული უწოდა, აღინიშნა, რომ საქართველომ დროულად გაუკეთა რატიფიცირება ამ დოკუმენტს და  დაიწყო ინტენსიური მუშაობა მისი იმპლემენტაციისათვის. მოსამართლე მზია თოდუამ ისაუბრა უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ განხორციელებული კვლევებისა და გამოცემების შესახებ, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობასა და ოჯახში ძალადობის საკითხებს ეხება. ,,ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ შეხვედრებში მონაწილეობა, რათა სწორად იყოს დანერგილი ყველა ის დებულება და სტანდარტი, რასაც ევროპა გვთავაზობს და ამ მიმართულებით განვითარდეს ქართული მართლმსაჯულების პრაქტიკა“, - განაცხადა მოსამართლე მზია თოდუამ.

შეხვედრის ფარგლებში გამომსვლელებმა  წარმოადგინეს თავისი მოხსენებები თემაზე, ,,სტამბოლის კონვენციის სტანდარტებთან შესაბამისობა საქართველოში, არსებული მდგომარეობა საკანონმდებლო და პოლიტიკურ ჩარჩოში“, კერძოდ შეხვედრის მონაწილეებს მიმართეს: ევროპის საბჭოს ექსპერტმა ლორი მანმა, ადამიანის უფლებებისა და გენდერის საკითხებში პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ, გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისო კომისიის თავმჯდომარემ სოფო ჯაფარიძემ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ქეთევან სარაჯიშვილმა, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დირექტორმა მერი მაღლაფერიძემ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამინიას უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლონდა თოლორაიამ, ორგანიზაცია ,,საფარის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ბაია პატარაიამ.  

ევროპის საბჭოს პროექტის ,,ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის“ შესახებ პრეზენტაცია - პროექტის პირველი ფაზის შედეგები და გეგმები მეორე ფაზისათვის, ისუბრეს სარა ჰააპალაინენმა, ევროპის საბჭოს გენდერული თანასწორობის განყოფილების მრჩეველმა, საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანის უფლებების სამმართველოს უფროსმა სალომე შენგელიამ, სახალხო დამცველის ოფისის გენდერული თანასწორობი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ანა ილურიძემ.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi