დამტკიცდა მოსამართლეთა XXIV რიგგარეშე...

k

დამტკიცდა მოსამართლეთა XXIV რიგგარეშე კონფერენციის ჩატარების თარიღი

გამოქვეყნებულია: 01/12/2018

2018 წლის 1 დეკემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაიმართა საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის სხდომა.

ადმინისტრაციულმა კომიტეტმა დაამტკიცა: მოსამართლეთა კონფერენციისა და ადმინისტრაციული კომიტეტის სამდივნოს შემადგენლობა, მოსამართლეთა XXIV რიგგარეშე კონფერენციის ჩატარების თარიღი - 2018 წლის 9 დეკემბერი (მოსამართლეთა რეგისტრაცია დაიწყება 11:00 საათზე, ხოლო კონფერენცია გაიხსნება 12:00 საათზე), ადგილი - იუსტიციის უმაღლესი სკოლა, მის.: თბილისი, ნოდარ ბოხუას ქ. #19.

კონფერენციის მუშაობა იქნება საჯარო და გამჭირვალე. კონფერენციაზე დასწრების მსურველმა პირებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო მისიების წარმომადგენლებმა, ჟურნალისტებმა, კონფერენციის ჩატარებამდე 1 დღით ადრე (8 დეკემბრის 18:00 საათამდე) წარმოადგინეთ თქვენი კანდიდატურა.

აკრედიტაციისათვის მიმართეთ საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციისა და ადმინისტრაციული კომიტეტის სამდივნოს შემდეგ მისამართზე - ქ.თბილისი, ძმ.ზუბალაშვილების ქ. №32.

საკონტაქტო პირი:

გულიკოორთოიძეgortoidze@gmail.comტელ: 577 71 10 50.

იხილეთ მოსამართლეთა XXIV რიგგარეშე კონფერენციის დღის წესრიგი

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi