იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომები...

sabwo

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომები დაინტერესებულ პირთათვის საჯარო იქნება

გამოქვეყნებულია: 03/04/2012

2012 წლის 3 აპრილს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელიც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა გახსნა.

დღის წესრიგის მიხედვით, განიხილეს 6 მნიშვნელოვანი საკითხი. კერძოდ: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან კომუნიკაციისა და ნდობის სამოქმედო გეგმის დამტკიცება; მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდების დანიშვნა; საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების პროექტი ,,მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების შესახებ“; საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გადაწყვეტილების პროექტი ,,საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ; საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების პროექტი ,,საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს საერთო სასამართლოებში მოქალაქესთან კომუნიკაციის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“.

დღევანდელი საბჭოს სხდომა საჯარო იყო ყველა მსურველისათვის და მას USAID–ის მიერ დაფინანსებული ,,მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების” (JILEP) პროექტის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის თანახმად სხდომები მოიწვევა საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ სამ თვეში ერთხელ. სხდომების დღის წესრიგი გამოქვეყნდება საბჭოს ვებ გვერდზე და მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ დაესწრნონ სხდომებს.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi