ლიკანში სოციალური მედიის მნიშვნელობაზე...

hh

ლიკანში სოციალური მედიის მნიშვნელობაზე სემინარი გაიმართა

გამოქვეყნებულია: 26/11/2018

24-25 ნოემბერს, სასტუმრო ,,ბორჯომი-ლიკანში“, სასამართლო ხელისუფლების სტრუქტურების, კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს, თბილისის საქალაქო და თბილისის სააპელაციო სასამართლოების, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, დამოუკიდებელი ინსპექტორის ოფისისა და ადვოკატთა ასოციაციის  მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერთათვის, საქართველოში ევროპის საბჭოს ორგანიზებითა და მხარდაჭერით სემინარი გაიმართა თემაზე ,,სოციალური მედიის მნიშვნელობა და მართვა“.

შეხვედრა გახსნა და მონაწილეებს მიესალმა ევროპის საბჭოს კომუნიკაციების ოფიცერი ნათია ქანთარია.  კომუნიკაციის ეტაპებზე, სოციალური მედიის როლზე მსოფლიოში, სოციალურ მედიაზე საქართველოში, ფეისბუქის როგორც გაყიდვების არხზე, ბრენდის იმიჯსა და კონკრეტული შემთხვევების ანალიზზე სოციალურ და სამართლებრივ ჭრილში, ისაუბრა  PR და მარკეტინგის ექსპერტმა გიორგი ნიორაძემ. სემინარის მონაწილეებს ფეისბუქის მართვის ელემენტებზე, პერიოდულ განახლებებზე, რეკლამირების როლზე, კამპანიების კონტროლსა და ანალიზზე  ესაუბრა  ციფრული მარკეტინგის ექსპერტი გიორგი აბჟანდაძე. მონაწილეებმა სემინარის ფარგლებში ექსპერტთა კონკრეტული დავალებები შეასრულეს. მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერებს ასევე მიეწოდათ რეკომენდაციები განხილულ საკითხებთან დაკავშირებით.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi