სტრასბურგში პარლამენტის როლზე სამუშაო...

gf

სტრასბურგში პარლამენტის როლზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გამოქვეყნებულია: 13/11/2018

2018 წლის 8-9 ნოემბერს ქ.სტრასბურგში (საფრანგეთი), ევროპის საბჭოში,  გაიმართა შეხვედრა თემაზე „საქართველოს პარლამენტის როლი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტების განხორციელებაში“. სამუშაო ვიზიტი განხორციელდა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის დირექტორატის მხარდაჭერით. ღონისძიება გაიმართა "ადამიანისუფლებათაევროპულიკონვენციისგამოყენებისგაძლერების" პროექტისფარგლებში.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, კომიტეტის აპარატის წევრები, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თანამშრომლები, იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისოსასამართლოებშისახელმწიფოწარმომადგენლობისდეპარტამენტის წარმომადგენელი. საქართველოს უზენაესი სასამართლოდან შეხვედრაში მონაწილეობდა ანალიტიკური განყოფილების უფროსი მარინა კვაჭაძე.

8 ნოემბერს  შეხვედრა გაიმართა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლესთან, საქართველოს წარმომადგენელთან  ლადო ჭანტურიასთან, რომელიც შეხვედრის მონაწილეებს ესაუბრა ევროპული სასამართლოს როლზე და გადაწყვეტილებათა იმპლემენტაციის საკითხებზე.

შეხვედრაზე განხილული იყო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა წევრ -სახელმწიფოებთან ევროპის საბჭოს თანამშრომლობის ინიციატივები; ევროპული სასამართლოს უახლესი მიდგომები გადაწყვეტილებებში ზოგადი თუ ინდივიდუალური ღონისძიებების იდენტიფიცირებასთან მიმართებაში; ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა იმპლემენტაციის საკითხები და სხვა.

შეხვედრას უძღვებოდნენ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის დირექტორატის გენერალური დირექტორი  კრისტოს გიაკომოპოლუსი, ვენეციის კომისიის უფროსი იურისტი  ზია ტანიარი, ადამიანის უფლებათა ევრპული სასამართლოს სამდივნოს უფროსი იურისტი  გიორგი ბადაშვილი, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების დეპარტამენტის სამმართველოს ხელმძღვანელი  პავლო პუშკარი, ადამიანის უფლებათა და იურიდიულ საქმეთა კონიტეტის სამდივნოს ხელმძღვანელის მოადგილლე  დევიდ მილნერი, ადამიანის უფლებათა ეროვნულ დონეზე იმპლემენტაციის სამმართველოს ხელმძღვანელი  ტიგრან კარაპეტიანი.

შეხვედრის ფარგლებში ხაზი გაესვა საქართველოს პროგრესს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების საკითხებში, აგრეთვე  სასამართლოს როლს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ევროპული სასამართლოს საქმეთა გამოყენების საკითხს, განსაკუთრებულად აღინიშნა უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების როლი და მიღწევები ევროპული კონვენციისა და სტრსაბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების გავრცელების საქმეში.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi