უზენაესმა სასამართლომ დავა კერძო პირის...

logo

უზენაესმა სასამართლომ დავა კერძო პირის სასარგებლოდ გადაწყვიტა

გამოქვეყნებულია: 28/03/2012

2012 წლის 28 მარტს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის გადაწყვეტილებით დავა კერძო პირის სასარგებლოდ დასრულდა.
დავის არსი კერძო პირის ავტოფარეხის დემონტაჟს და 10 000 ლარით დაჯარიმებას შეეხებოდა.

მ. ცხოვრაგაულმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა თბილისის მერიის, სსიპ არქიტექტურის სამსახურისა და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ გამოცემული აქტების ბათილად ცნობა, რომლითაც მ. ცხოვრაგაულს აეკრძალა დაესრულებინა ავტოფარეხის მშენებლობა. ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დადგენილების საფუძველზე მ. ცხოვრაგაული დაჯარიმდა 10 000 ლარით და დაეკისრა ავტოფარეხის დემონტაჟი. სადავო აქტებს მოსარჩელე არ დაეთანხმა და აღნიშნა, რომ ავტოფარეხის მშენებლობის დასრულების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით მას გააჩნდა არქიტექტურის სამსახურის წერილობითი თანხმობა, და შესაბამისად, მას გააჩნდა კანონიერი ნდობა ამ ორგანოს მიმართ და ამ თანხმობის ბათილად ცნობა დაუშვებელი იყო.

საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მიერ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა მ. ცხოვრაგაულის მიერ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი სადავო აქტები და მ. ცხოვრაგაულის მიმართ შეწყდა სამართალდარღვევის საქმის წარმოება. საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მ.ცხოვრაგაულს არქიტექტურის სამსახურის წერილობითი თანხმობის მიმართ ჰქონდა კანონიერი ნდობის უფლება, რის გამოც არ არსებობდა ნებართვის ბათილად ცნობის, მ. ცხოვრაგაულისთვის 10 000 ლარის ოდენობით ჯარიმისა და ავტოფარეხის დემონტაჟის დაკისრების საფუძველი.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi