ეფექტური საპარლამენტო კონტროლის თემაზე...

u

ეფექტური საპარლამენტო კონტროლის თემაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გამოქვეყნებულია: 22/10/2018

21 ოქტომბერს, ბორჯომში, ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ერთობლივი პროექტის  ,,საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენების გაძლიერების“ ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა თემაზე; ,,ეფექტური საპარლამენტო კონტროლი ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება“.

შეხვედრაზე მიმოიხილეს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების საპარლამენტოზედამხედველობის პრაქტიკა და ისაუბრესგამოწვევებზე სამომავლო რეკომენდაციების შემუშავების მიზნით.

შეხვედრაში საქართველოს უზენაესი  სასამართლოს წარმომადგენლებმა კოორდინაციისა და კომუნიკაციის მენეჯერმა ანა შალამბერიძემ და ანალიტიკური განყოფილების კონსულტანტი გულიკო მჭედლიშვილმა  ისაუბრეს და წარმოადგინეს ინფორმაცია ადამიანის უფლებათა მიმართულებით სასამართლოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების, მოსამართლეებისთვის ევროსასამართლოს პრეცედენტული სამართლის გამოცემებისა და გადაწყვეტილებების მიწოდების წარმატებულ პრაქტიკაზე, ასევე HUDOC-ის მონაცემთა ბაზის ქართულენოვანი ინტერფეისის მომზადებისთვის ჩატარებული სამუშაოების შესახებ, რომელიც იუსტიციის სამინისტროსთან ერთობლივად მიმდინარეობს.

ღონისძიებაშიმონაწილეობდნენ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატის, იუსტიციის სამინისტროს, უზენაესი სასამართლოს, სახალხოდამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi