ნაფიც მსაჯულთა თემაზე უზენაეს სასამართლოში...

nafici msajulebi

ნაფიც მსაჯულთა თემაზე უზენაეს სასამართლოში შეხვედრა გაიმართა

გამოქვეყნებულია: 27/03/2012

2012 წლის 27 მარტს საქართველოს უზენაეს სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემოღებასთან დაკავშირებით საზოგადოების წარმომადგენლებთან კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა გახსნა. შეხვედრა საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოების ეგიდით გაიმართა. პროექტი ამერიკის კონგრესის მიერ არის დაფინანსებული. 

ღონისძიებას დაესწრნენ ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები, ასევე მოწვეული აუდიტორია იმ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველოში ნაფიც მსაჯულთა სისტემის დანერგვით. 

შეხვედრაზე საუბარი იყო საქართველოში ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით უკვე ჩატარებული პროცესების შესახებ. შეხვედრაზე მოწვეულ საზოგადოებას საშუალება მიეცა,მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები ექსპერტებისგან მიეღო.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi