ბორჯომში მოსამართლეებისთვის ტრენინგი გაიმართა

j

ბორჯომში მოსამართლეებისთვის ტრენინგი გაიმართა

გამოქვეყნებულია: 10/10/2018

6-7 ოქტომბერს ბორჯომში, ევროკავშირის პროექტის ,,საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერის“ ფარგლებში, მოსამართლეებისთვის კონკურენციის სამართალში ტრენინგი გაიმართა. სემინარი მიეძღვნა დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას, კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედებების მოკვლევის პროცესს და გადაწყვეტილების მიღებას.

სემინარის მიზანს წარმოადგენდა ევროკავშირის პროექტის მიერ მოსამართლეთათვის შემუშავებული ტრენინგ პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ და უზენაეს სასამართლოსთან შეთანხმებულ, რიგით მეორე ღონისძიებას. აღნიშნული პროგრამა სამი სემინარისაგან შედგება და კონკრეტული ასპექტების გათვალისწინებით მიზნად ისახავს კონკურენციის საკითხებში მოსამართლეთა კვალიფიკაციის ამაღლებას.

სემინარის ფარგლებში აქცენტი გაკეთდა საუკეთესო ევროპულ გამოცდილებაზე და გაზიარებულ იქნა ევროკავშირის ქვეყნების პრაქტიკა კონკურენციის თემატიკაზე არსებულ დავებთან დაკავშირებით. პროგრამის ფარგლებში გამართული პირველი სემინარი დაეთმო კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმებებს, მეორე სემინარზე განხილული საკითხები შეეხო დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყებას. კონკურენციის საწინააღმდეგო შემთხვევების მოკვლევის და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესს.

მოსამართლეებისთვის ტრენინგს უძღვებოდნენ კონკურენციის სამართლის ცნობილი და აღიარებული ექსპერტები ევროპის ქვეყნებიდან ფილიპ რიჩარდ ბრუსიკი - გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD), კონკურენციის პოლიტიკისა და მომხმარებელთა დაცვის განყოფილების, საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობის დანაყოფის ყოფილი უფროსი; პედრო კარო დე სოუზა - წამყვანი ექსპერტი სამართლის დარგში, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია OECD; აურელიო ლა ტორე - გუნდის ხელმძღვანელი და წამყვანი მრჩეველი სამართლის დარგში - ევროკავშირის პროექტის ,,საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა“ წარმომადგნელი.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi