მოსამართლე ნინო ბაქაქურმა ,,არბიტრაჟის...

efraf

მოსამართლე ნინო ბაქაქურმა ,,არბიტრაჟის დღეები 2018“-ში მიიღო მონაწილეობა

გამოქვეყნებულია: 05/10/2018

4 ოქტომბერს საერთაშორისო კონფერენციაარბიტრაჟის დღეები 2018“ გაიხსნა, სადაც ბიზნეს დავების გადაწყვეტას და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებს და შესაძლებლობებს განიხილავდნენ.

კონფერენციის მონაწილეებმა საერთაშორისო არბიტრაჟში ახლად დამკვიდრებულ მიდგომებზე, თანამედროვე ტექნოლოგიებზე და ციფრულ და ონლაინ არბიტრაჟზე იმსჯელეს.

ღონისძიებაში მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის წარმატებული არბიტრაჟები და იურისტები, მათ შორის, 40-მდე საერთაშორისო არბიტრაჟის სპეციალისტი და მოსამართლე.

კონფერენციის გახსნაზე ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა, საერთაშორისო არბიტრაჟის მნიშვნელობაზე ისაუბრა ბიზნესის განვითარების პროცესში.

„ევროკავშირი მხარს უჭერს ქართველ მეწარმეთა ინტერესების დაცვას კანონმდებლობისა და სასამართლო სისტემის გაუმჯობესების გზით. შესაბამისად, ჩვენ ხელს ვუწყობთ დამოუკიდებელი არბიტრაჟის განვითარებას, როგორც ხშირად ხანგრძლივი და ძვირად ღირებული სასამართლო პროცესების ალტერნატივას“,- განაცხადა ჰარცელმა.

კონფერენციის მონაწილეებს ასევე მიმართეს საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ ნინო ბაქაქურმა, ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ, საქართველოს არბიტრთა ასოციაციის თავმჯდომარემ სოფო ტყემალაძემ და „საპარტნიორო ფონდის“ გენერალურმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.

თბილისის არბიტრაჟის დღეები საერთაშორისო არბიტრაჟის ყველაზე დიდი ყოველწლიური ფორუმია რეგიონში, რომელიც ინფორმაციის გაცვლას და მონაწილე ქვეყნებს შორის პარტნიორობას ისახავს მიზნად.

წლევანდელი არბიტრაჟის დღეების პროგრამა სხვადასხვა საგანმანათლებლო და საინფორმაციო ღონისძიებით იყო დატვირთული. მათ შორის, დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრთან თანამშრომლობით გაიმართა სემინარი ბიზნესის წარმომადგენლობისთვის საარბიტრაჟო შეთანხმებების შემუშავების შესახებ. ხოლო არბიტრაჟის ეთიკაზე სემინარს გაუძღვა არბიტრთა პროფესიული ორგანიზაცია “Chartered Instituted Of Arbitrators”.

არბიტრაჟის დღეების მსვლელობაში საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრმა ხელი მოაწერა თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ვენის საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრთან. შეთანხმების ფარგლებში გაიმართება ერთობლივი ღონისძიებები, განხორციელდება ინფორმაციის გაცვლა არბიტრაჟის რეგიონული პრაქტიკის შესახებ, გაღრმავდება თანამშრომლობა ისეთ საკითხებში, როგორიცაა საარბიტრაჟო წარმოება და დავების ეფექტური გადაწყვეტა.

თბილისის არბიტრაჟის დღეების ორგანიზატორია: საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი, ხოლო მხარდამჭერები ევროკავშირი და გაერო-ს განვითარების პროგრამა ევროკავშირის უფრო ფართო პროგრამის ფარგლებში.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi