უზენაეს სასამართლოში LexisNexis-ის...

gf

უზენაეს სასამართლოში LexisNexis-ის პრეზენტაცია გაიმართა

გამოქვეყნებულია: 03/10/2018

2 ოქტომბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ევროკავშირის სასამართლო რეფორმის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, მსოფლიოში წამყვანი სამართლებრივი საძიებო პროგრამის ,,ლექსის-ნექსისის“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც უძღვებოდა ,,ლექსის-ნექსისის“  ბიზნესის განვითარების მენეჯერი აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში მარატ ალმაგანბეტოვი.

პროგრამის პრეზენტაციას დაესწრნენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, თანაშემწეები და აპარატის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები.

,,ლექსის-ნექსისის“ პროგრამა  არის წამყვანი გლობალური საძიებო პროვაიდერი სამართლებრივი, სარეგულაციო, ბიზნეს ინფორმაციისა და ანალიტიკის მიმართულებით, რაც ეხმარება პროფესიონალ მომხმარებლებს მიიღონ უფრო მეტად ინფორმირებული გადაწყვეტილება, გაზარდონ პროდუქტიულობა და უკეთესად მოემსახურიონ თავის კლიენტებს.

პროგრამა საშუალებას იძლევა მომხმარებელს წვდომა ჰქონდეს ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირის ქვეყნების, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მნიშვნელოვან სამართლებრივ  ინფორმაციასთან, რომელთა შორისაა სამართლებრივი კომენტარები, სტატიები, გადაწყვეტილებები, ინფორმაცია ინტელექტუალური საკუთრების შესახებ და მრავალი სხვა.

,,ლექსის-ნექსისის“ პროგრამას ერთგვარი ,,სამართლის  გუგლის“ სახელითაც იცნობენ.

,,ლექსის-ნექსისის“ საძიებო პროგრამის შეძენა უზენაესი სასამართლოსთვის განხორციელდა ევროიკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში.

პრეზენტაცია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi