სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებზე მრგვალი...

hh

სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებზე მრგვალი მაგიდა გაიმართა

გამოქვეყნებულია: 27/09/2018

მიმდინარე წლის 25-26 სექტემბერს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატისა (UNHCR) და ევროპის საბჭოს ერთობლივი ორგანიზებით თბილისში  გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე: „სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხების გათვალისწინება ლტოლვილთა დაცვისთვის ზიანის მიყენების გარეშე“.  

შეხვედრაში მონაწილეობდნენ მოსამართლეები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და მიგრაციის სამსახურის წარმომადგენლები 6 ქვეყნიდან: სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსია, საქართველო, მოლდოვეთი და უკრაინა.

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს  ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში კრისტიან ურსემ, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში  იოჰანეს ვან დერ კლაუსმა და  საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინოჯავახაძემ.

შეხვედრის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნის შესაბამისი სტრუქტურის წარმომადგენლებმა მიმოიხილეს ლტოლვილთა დაცვის კუთხით ეროვნული კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა და ეროვნულ პრაქტიკაში დამკვიდრებული მიდგომები ამ მიმართულებით. ღონისძიების ფარგლებში, მომხსენებლებმა  ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის მოხმობით, ვრცლად ისაუბრეს საერთაშორისო სტანდარტებზე, რომლებიც ეხება სახელმწიფო უსაფრთხოებას, ტერორიზმთან ბრძოლასა და ექსტრადიციის საკითხებს.

ორდღიანი სამუშაო შეხვედრა წარიმართა აქტიური დისკუსიებისა და აზრთა ურთიერთგაცვლის რეჟიმში. ღონისძიება განსაკუთრებით საინტერესო და ინფორმაციული იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების წარმომადგენელთათვისაც, რომლებიც ამჟამად გაეროს უმაღლესი კომისარიატის რეგიონალურ ოფისთან მჭიდრო თანამშრომლობით, აწარმოებს თავშესაფრის მაძიებელთა შესახებ საქმეებზე ეროვნული სასამართლო პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის კვლევას.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi