კაჭრეთში სასამართლოს მენეჯერებს უმასპინძლეს

hg

კაჭრეთში სასამართლოს მენეჯერებს უმასპინძლეს

გამოქვეყნებულია: 24/09/2018

23-24 სექტემბერს კახეთში, სასტუმრო ,,ამბასადორ კაჭრეთში” ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის მხარდაჭერით და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელშეწყობით, საქართველოს  სასამართლოთა მენეჯერების ფორუმი გაიმართა, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობდა 29 სასამართლოს მენეჯერი მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის საქართველოს უზენაესი სასამართლოდან, თბილისის საქალაქო  და თბილისის სააპელაციო სასამართლოებიდან.

 ფორუმმა თავი მოუყარა აგრეთვე საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის მენეჯერებსაც. ფორუმის მიზანი გახლდათ ეფექტიანი და ხარისხიანი სასამართლოს მმართველობის სისტემასთან დაკავშირებული წარმატებული მაგალითების გაცნობა, ეროვნული და საერთაშორისო პრაქტიკიდან, აგრეთვე მენეჯერთა ძლიერი ქსელის ჩამოყალიბება და აუცილებელი უნარ-ჩვევების გაუმჯობესება. 

ევროპის საბჭოს ადგილობრივმა ექსპერტებმა უჩა თოდუამ და შორენა გიგაურმა, აგრეთვე საერთაშორისო ექსპერტმა ანა სკრაბინამ ლატვიიდან, ფორუმის მონაწილეებს წარუდგიუნეს მოხსენებები მენეჯმენტის ზოგადი პრინციპების, მართლმნსაჯულებაში კარგი მაგალითების, თანამშრომელთა მოტივირების, მიღწევებისა და გამოწვევების, აგრეთვე ლატვიის სასამართლოების მიერ CEPEJ-ის სახელმძღვანელო პრინციპების გამოყენების შესახებ.

ფორუმის შედეგად შეიქმნა პლატფორმა, სადაც მონაწილეებმა ერთმანეთს სასამართლოს მართვასთან დაკავშირებული გამოცდილება, საუკეთესო პრაქტიკა და გამოწვევები გაუზიარეს.

სასამართლოს მენეჯერთა ფორუმი ჩატარდება რეგულარულად და მოიცავს როგორც ინფორმაციის ურთიერთგაცვლას, ასევე ტრენინგის კომპონენტებს. იგი ხელს შეუწყობს ღია დიალოგის ფორმატის ჩამოყალიბებას, ქვეყნის ყველა რეგიონიდან სასამართლო მენეჯერთა მიერ ინფორმაციის გაცვლის გზით.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi