ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

memorandumi

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

გამოქვეყნებულია: 21/03/2012

2012 წლის 20 მარტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილმა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმის ფარგლებში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ სტუდენტებისთვის წაიკითხა საჯარო ლექცია, დაათვალიერა სასწავლებლის ბაზაზე არსებული კრიმინალისტიკური ლაბორატორია.

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. 

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მიზანია კვალიფიციური იურიდიული განათლების ხელშეწყობა, ერთობლივი პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება, რომელიც მიმართულია სამართლებრივი კვლევების, საგანმანათლებლო საქმიანობისა და სტუდენტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობისკენ.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi