აღდგენითი მართლმსაჯულების შესახებ სამუშაო...

kk

აღდგენითი მართლმსაჯულების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გამოქვეყნებულია: 26/07/2018

13-14 ივლისს, სასტუმრო ,,ლოპოტას ტბაზე“, ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის და დანაშაულის პრევენციის ცენტრის ერთობლივი ორგანიზებით, აღდგენითი მართლმსჯულების შესახებ/მედიაცია სისხლის სამართალში და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, სამუშაო შეხვედრა გაიმართა,  რომლის მონაწილეებს მიესალმენ ევროკავშირის სასამართლო მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელი რენატე ვინთერი, საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე და იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე.

შეხვედრის მონაწილეებს პროფესორი ივო ერცენი და მოსამართლე რენატე ვინთერი ესაუბრნენ აღდგენითი მართლმსაჯულების ისტორიაზე, როგორ იქნას გაგებული აღდგენითი მართლმსაჯულება. ივო ერცენმა მოსამართლეებს ასევე გააცნო აღდგენითი მართლმსაჯულების მოდელები და პრაქტიკები, ევროპული და საერთაშორისო რეგულაციები, აღდგენითი მართლმსაჯულების სტანდარტები და კვლევის მიგნებები.

მოხსენებების შემდეგ შეხვედრის მონაწილეებმა გამართეს დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში. განრიდება და მედიაცია, მედიაცია როგორც დამატებითი ღონისძიება აღდგენით მართლმსაჯულებაში, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიხედვით - რეგულაციები და პრაქტიკა, ამ თემებზე შეხვედრის მონაიწლეებს ესაუბრნენ მოსამართლე რენატე ვინთერი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე  ნინო გვენეტაძე და ექსპერტი ლადო ჯავახიშვილი.

გაიმართა დისკუსია მექანიზმის იმპლემენტაციის შესახებ, მედიაციის როგორც დამატებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ აღდგენით მართლმსაჯულებაში. თემაზე აღდგენითი მართლმსაჯულების პერსპექტივა სრულწლოვნებისათვის ფოკუსირებული მსხვერპლსა და დამნაშავეებზე, ამ თემის ფარგლებში მედიაციაზე, მსხვერპლისა და დამნაშავის მედიაციაზე საპყრობილეებში, საქმის ილუსტრაციებზე ისაუბრეს მოსამართლე რენატე ვინთერმა და პროფესორმა  ივო ერცენმა.

შეხვედრის მონაწილეებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია იუსტიციის სამინისტროს ხედვაზე ზრდასრულთა მედიაციაზე, ასევე პროკურატურისა და  სასჯელაღსრულების სამინისტროს ხედვაზე. გაიმართა დისკუსია პროკურორებისა და მოსამართლის როლზე მედიაციასა და აღდგენით მართლმსაჯულებაში.

მომხსენებლებმა შეხვედრის დასასრულს შეაჯამეს  განხილული თემები.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi