სასამართლოს ეფექტიან მენეჯმენტზე სამუშაო...

er

სასამართლოს ეფექტიან მენეჯმენტზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გამოქვეყნებულია: 26/07/2018

18 ივლისს, სასტუმრო ,,რუმსში“, ევროკავშირის სასამართლო რეფორმის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთობლივი ორგანიზებით სასამართლოთა პერსონალისთვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელიც ,,სასამართლოს მომხმარებელთა კვლევას, კომუნიკაციას და სასამართლოს ეფექტიან მენეჯმენტს“ მიეძღვნა. შეხვედრას უძღვებოდა პროექტის ესპერტი, სლოვენიის უზენაესი სასამართლოს წარმომადგენელი იაშა ვრაბეცი.

შეხვედრის მონაწილეებს მიესალმენ საქართველოს  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტძე და ევროკავშირის პროექტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩოჩუა. სლოვენიის უზენაესი სასამართლოს წარმომადგენელმა, პროექტის ექსპერტმა იაშა ვრაბეცმა შეხვედრის მონაწილეებს რამდენიმე თემაზე წარუდგინა მოხსენება, კერძოდ: სასამართლოს მომხმარებელთა კვლევა და კომუნიკაცია სასამართლოსა და მომხმარებელს შორის, სტატისტიკის და ინფორმაციის შეგროვება სასამართლოს ნდობის საკითხის ანალიზის კუთხით, სასამართლოს ეფექტიანი მენეჯმენტი, სასამართლოს ეფექტურობა და სასამართლოსადმი ნდობის ძირითადი ინდიკატორები.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi