უზენაეს სასამართლოში...

jty

უზენაეს სასამართლოში სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

გამოქვეყნებულია: 26/07/2018

მიმდინარე წლის 18 ივლისს საქართველოს უზენაეს სასამართლოში სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელიც ორ საკითხს მიეძღვნა: ცვლილებების პროექტს ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში და ნარკოტიკული დანაშაულის განხილვის სასამართლო პრაქტიკას.

შეხვედრას უძღვებოდა საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე. სხდომის მონაწილეებმა მოისმინეს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენლის სოფიო ვერძეულის მოხსენება ,,EMC -ის კვლევის შედეგების მოკლე მიმოხილვა“, აგრეთვე უზენაესი სასამართლოს ეროვნული სასამართლო პრაქტიკის შესწავლისა და განზოგადების განყოფილების უფროსის სანდრო ჯორბენაძის ,,უზენაესი სასამართლოს განზოგადოების განყოფილების კვლევის შედეგების მოკლე მიმოხილვა“.

შეხვედრაზე განხილული საკითხები შეაჯამა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ. გადაწყდა, რომ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, შეხვედრის მონაწილეები წერილობითი ფორმით მოამზადებენ საკუთარ მოსაზრებებსა და შენიშვნებს, რომელთა განხილვაც მომდვენო სხდომების ფარგლებში მოხდება.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi