იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ანგარიშის...

fwe

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ანგარიშის პრეზენტაცია გამართა

გამოქვეყნებულია: 26/07/2018

25 ივლისს, სასტუმრო ,,რედისონ ბლუ ივერიაში“, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, ევროკავშირის სასამართლო რეფორმის მხარდაჭერის, ევროსაბჭოსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების სამართლებრივ პროექტებთან ერთობლივი თანამშრომლობით სასამართლო სისტემის სტრატეგიის 2017-2018 წლის სამოქმედო გეგმის ერთი წლის პროგრესის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა, რომელიც გახსნეს საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძე.

პრეზენტაციის დღის წესრიგით ოთხი სესია გაიმართა, რომელსაც მოდერაციას უწევდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე და ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელი რენატე ვინტერი.

სესიები მიეძღვნა 1.სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის, 2.ანგარიშვალდებული მართლმსაჯულების, 3.სასამართლო სისტემის ხარისხისა და ეფექტიანობის და 4.მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.

ანგარიშის პრეზენტაციაზე მოხსენებებით წარსდგნენ: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ნაზი ჯანეზაშვილი, დიმიტრი გვრიტიშვილი, ირმა გელაშვილი, ირაკლი შენგელია, ლევან გზირიშვილი, რევაზ ნადარაია, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ქეთი ლაცაბიძე და საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსი ვახტანგ გარდაფხაძე.

თავის გამოსვლაში საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ ვრცლად ისაუბრა 2017-2021 წლების სასამართლო სტრატეგიის შემუშავების წინარე ისტორიაზე, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის მიხედვით პოლიტიკური დიალოგისა და რეფორმირების გზით ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპების, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა გაძლიერებას დაუკავშუირდა. როგორც მან აღნიშნა,  სტრატეგიაში მთავარ პრიორიტეტებს შორის გამოიკვეთა მოსამართლეების თანამდებობაზე დანიშვნისა და გადამზადების პოლიტიკის გაუმჯობესება, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა, ეფექტიანობა, მიუკერძოებლობა და პროფესიონალიზმის გაზრდა, სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება.  

პროცესი დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერითა და აქტიური ჩართულობით მიმდინარეობდა, რომელშიც მონაწილეობდნენ ევროპის  საბჭოს სასამართლო რეფორმის მხარდაჭერის პროექტი, ,,გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), ევროკავშირის ,,სასამართლო მხარდაჭერრის პროექტი“, USAID-ის პროექტი ,,კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLOG, USAID), საერთაშორისო ექსპერტები.  მნიშვნელოვანია, რომ მართლმსაჯულების სტრატეგიის შემუშავების პროცესი გამჭვირვალედ წარიმართა, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სამოქალაქო საზოგადოების ფართო მონაწილეობით, განისაზღვრა სასამართლოს ხედვა მომდევნო 5 წლის განმავლობაში სარეფორმო წინადადებების თაობაზე.

როგორც ნინო გვენეტაძემ აღნიშნა სტრატეგიით გათვალისწინებული ძირითადი მიმართულებების განხორციელების მიზნით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შეიმუშავა სტრატეგიის იმპლემენტაციის და მონიტორინგის მექანიზმი.  სტრატეგიის იმპლემენტაციის პირველი შეხვედრა, რომელიც ეხებოდა 6 თვის ანგარიშს სტრატეგიული მიმართულების ,,სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების რეალიზების“ თაობაზე საქართველოს უზენაეს სასამართლოში ჩატარდა 2017 წლის 26 ოქტომბერს, სადაც მონაწილეობდნენ საერთაშორისო, დონორი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სადაც მოსმენილ იქნა მათი წინადადებები სამომავლოდ სტრატეგიის იმპლემენტაციის პროცესის გამჭვირვალედ და ეფექტურად წარმართვის მიზნით. ნინო გვენეტაძემ მადლობა გადაუხადა დონორ ორგანიზაციებს, სტრატეგიის შემუშავების და განხორციელების პროცესში შეტანილი წვლილისათვის.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi