უზენაეს სასამართლოს ყაზახეთის დელეგაცია...

ffe

უზენაეს სასამართლოს ყაზახეთის დელეგაცია ესტუმრა

გამოქვეყნებულია: 26/07/2018

დღეს 26 ივლისს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან არსებული სახელმწიფო მართვის აკადემიის თანამშრომელთა დელეგაცია სტუმრობდა, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ: სახელმწიფო მართვაში საპროექტო მენეჯმენტის ცენტრის ხელმძღვანელი ჟანარ ტაიჟანოვა, იურიდიული განყოფილების უფროსი ბაკიტჟან მუსაბეკოვი, იურიდიული განყოფილების მთავარი ინსპექტორები ასემ გაბდულინა და აიგერიმ კალიბეკოვა, ასევე საქართველში ყაზახეთის საელჩოს წარმომადგენელი აიბეკ ხამიტოვი.

დელეგაციის წევრები მიიღო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მენეჯერმა ნატო ლომთათიძემ. უნდა აღინიშნოს, რომ უზენაეს სასამართლოში  ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, უზენაესი სასამართლოსა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების დელეგაციათა უმაღლესი დონის რამდენიმე ვიზიტი უკვე განხორციელდა.

ამჯერად ყაზახეთის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი კერატიშვილი, რომელმაც სტუმრებს მიაწოდა ვრცელი ინფორმაცია მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის კრიტერიუმებზე. იუსტიციის უმაღლესი სკოლის წარმომადგენლები ანა ფარჯიანი და ანა მღებრიშვილი დელეგაციის წევრებს ესაუბრნენ მოსამართლეთა კორპუსის კვალიფიკაციის ამაღლების წესსა და პროგრამებზე. საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენლებმა თეიმურაზ ჩიხრაძემ, ელგუჯა მაკალათიამ და ირინა აღაპიშვილმა შეხვედრის მონაწილეებთან განიხილეს საჯარო მოხელის პროფესიული და მორალური თვისებების განმსაზღვრელი კრიტერიუმები კოპუფციასთან მიმართებაში, კორუფციის დონის დამწევი ფაქტორები, პროექტის მენეჯმენტი სახელმწიფო მართვაში, საქართველოს კანონმდებლობის ძირითადი ცვლილებები, რომელიც მიმართულია კორუფციის რისკის მინიმალიზაციაზე და ცვლილებების შემდგომ მიღებული შედეგები.

დელეგაციის წევრთა დიდი ინტერესი გამოიწვია საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევების ქართული ფონდის წარმომადგენლის ქეთევან ემუხვარის მოხსენებამ - ორგანიზაციის მისია და მოღვაწეობის შედეგები. სამუშაო  შეხვედრების დაწყებამდე ყაზახეთის დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს მართლმსაჯულების მუზეუმი და უზენაესი სასამართლოს ისტორიული შენობა.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi