მართლმსაჯულების მუზეუმში წიგნის პრეზენტაცია...

gfjfj

მართლმსაჯულების მუზეუმში წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

გამოქვეყნებულია: 17/07/2018

დღეს, 17 ივლისს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მართლმსაჯულების მუზეუმს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები და პროფესორები გიორგი დავითაშვილი, გოჩა ფერაძე, გიორგი ბოსტოღანაშვილი და სულხან ონიანი ეწვივნენ.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სამართლის დოქტორის, პროფესორ გიორგი დავითაშვილის ხელმძღვანელობით და სტუდენტთა ჩართულობით მომზადებული წიგნის ,,გიორგი ბრწყინვალის ძეგლის დადება, კომენტარების“ პრეზენტაცია. სტუმრებს მიესალმენ უზენაესი სასამართლოს   მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ხათუნა ჩარკვიანი, მართლმსაჯულების მუზეუმის ხელმძღვანელი ლუარა ჭანტურია და უზენაესი სასამართლოს მენეჯერი ნატო ლომთათიძე, რომლებმაც მაღალი შეფასება მისცეს თსუ-ს სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა ჩართულობას და სწრაფვას სამართლებრივი კულტურისა და უძველესი სამართლებრივი ძეგლების წარმოჩენის საქმეში და აღნიშნეს, რომ უზენაესი სასამართლოს აპარატი ყოველთვის მოხარული იქნება კარი გაუღოს და მხარი დაუჭიროს იურიდიული  კვლევებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს, როგორც მათი ნაშრომების პრეზენტაციის, ისე უზენაესი სასამართლოს ბიბლიოთეკის გამოყენების მიმართულებით, სადაც არაერთი უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი გამოცემა ინახება.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi