უზენაეს სასამართლოში ლადო ჭანტურიას წიგნის...

l

უზენაეს სასამართლოში ლადო ჭანტურიას წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

გამოქვეყნებულია: 20/07/2018

დღეს, 20 ივლისს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროექტის PROLOG-ის ფარგლებში,  სამოქალაქო კოდექსის კომენტარების მეორე წიგნის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქართველოს წარმომადგენლის სამართლის დოქტორის, პროფესორ ლადო ჭანტურიას რედაქტორობით გამოიცა.

წიგნის ავტორები არიან სამართლის დოქტორები ლევან თოთლაძე, გიორგი  რუსიაშვილი, ზურაბ ჭეჭელაშვილი და თამარ შოთაძე.

მოწვეულ სტუმრებსა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიესალმა საქართველო უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, რომელმაც მაღალი შეფასება მისცა აღნიშნული წიგნის გამოცემას და განაცხადა, რომ პროფესორ ლადო ჭანტურიას ხელმძღვანელობით გამოცემული სამოქალაქო კოდექსის კომენტარის როგორც პირველი, ისე მეორე წიგნის გამოცემა უდიდესი შენაძენია ქართული სამართალმცოდნეობისა და სამართალმცოდნეებისათვის.

დამსწრე საზოგადოებას ასევე მიესალმენ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროექტის PROLOG-ის ხელმძღვანელი გიორგი ჩხეიძე და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ)  სამართლის პროექტის ხელმძღვანელი თომას მაიერი.

მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა წიგნის რედაქტორმა სამართლის დოქტორმა პროფესორმა ლადო ჭანტურიამ, რომელმაც დამლობა გადაუხადა სამოქალაქო კოდექსის კომენტარების მეორე წიგნზე მომუშავე ყველა ავტორს და მაღალი შეფასება მისცა მათ შრომას და პროფესიონალიზმს. როგორც ავტორმა განაცხადა, იგი მოხარული იქნება თუ შემდგომ წიგნზეც ასეთივე შემართებით გაგრძელდება მუშაობა და განხორციელდება სამოქალაქო კოდექსის კომენატრების მესამე წიგნის გამოცემა. 

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi