თელავსა და სიღნაღში სასამართლოთა...

thrr

თელავსა და სიღნაღში სასამართლოთა განახლებული შენობები და ახალი ფლიგელი გაიხსნება

გამოქვეყნებულია: 18/07/2018

ხვალ, 19 ივლისს, თელავის რაიონულ სასამართლოს  ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ფუნქციონირებისათვის სპეციალურად განკუთვნილი ახალ ფლიგელს და სიღნაღის რაიონული სასამართლოს განახლებული შენობას საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე, თელავის და სიღნაღის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარეები  და სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარე შოთა ქარჩავა გახსნიან.

ღონისძიებას ასევე დასწრებიან საქართველოში აშშ-ის საელჩოს მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში მაიკლ გრანტი  და  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები.

თელავის რაიონულ სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ამოქმედების მიზნით საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მიერ განხორციელდა სამშენებლო სამუშაოები. სასამართლოს უკანა მთელ პერიმეტრზე მოეწყო არმირებული კედელი. მომატებული საერთო ფართი დაახლოებით 600კვ. მეტრს შეადგენს, ხოლო შენობა 280 კვ.მ ფართზეა აშენებული.  სასამართლოს ახლადაშენებულ ფართში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტისათვის განკუთვნილი სივრცე მოწყობილია აშშ-ის  იუსტიციის დეპარტამენტის ხელშეწყობით, თანამედროვე დასავლური მიდგომების გათვალისწინებით, ე.წ. „Corner Courtroom“ და აკმაყოფილებს საერთაშორისო უმაღლეს სტანდარტებს.  ახლადაშენებული შენობა აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით და შესაბამისი ავეჯით. პროექტის საერთო ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 544704,63 ლარი.

სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის დაკვეთით სიღნაღის რაიონულ სასამართლოში სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.

პროექტის ფარგლებში განხორციელდა არსებული ავარიული ორსართულიანი მიშენების დემონტაჟი, დემონტირებული ფართის ადგილზე აშენდა უფრო ფართო, სამსართულიანი მიშენება. მომატებული საერთო ფართი დაახლოებით 150კვ. მეტრს შეადგენს.

რეაბილიტირდა სიღნაღის რაიონული სასამართლოს შენობის ფასადი, მოეწყო შენობის გარე განათების სისტემა, ნაწილობრივ რეაბილიტირდა არსებული სასამართლოს შენობა, შეიცვალა შენობის დაზიანებული სახურავი, სიღნაღის რაიონული სასამართლოს ახალ აშენებულ ფართში განთავსდა ოთხი სამუშაო ოთახი, სასამართლოს არქივი, სხდომათა დარბაზი და საიდუმლო საქმისწარმოების ოთახი, გაიმართა სახანძრო სიგნალიზაცია, შშმპ პირთათვის მოეწყო სპეციალური პანდუსი. პროექტის მთლიანმა ღირებულებამ შეადგინა 363218,03 ლარი.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi