,,საერთაშორისო სტანდარტების ასახვა ოჯახში...

fhrt

,,საერთაშორისო სტანდარტების ასახვა ოჯახში ძალადობის საქმეებში’’ უკვე გამოიცა

გამოქვეყნებულია: 12/07/2018

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების კვლევისა და ანალიზის ცენტრისფარგლებში მომზადდა კვლევა თემაზე ,,საერთაშორისო სტანდარტების ასახვა ოჯახში ძალადობის საქმეებში’’, რომელიც ახლახანს გამოიცა. ოჯახში ძალადობის შესახებ საქმეებზე ეროვნული სასამართლო პრაქტიკის წარმოსაჩენად კვლევა მოიცავს შემდეგ თემებს: ოჯახში ძალადობის შემთხვევების ზოგად სტატისტიკურ ანალიზს, გამოვლენილი ძალადობის ფორმებს, ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებული პირების მიმართ შეფარდებულ სასჯელებს, მათ შორის, გამამართლებელი განაჩენების ანალიზს, მოძალადეთა სამკურნალო პროგრამებში სავალდებულო წესით ჩართვის პრაქტიკას, აგრეთვე, რამდენად ითვალისწინებს სასამართლო ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებში გენდერულ ხედვას და როგორი მიდგომებით ხასიათდება სასამართლო მოწყვლადი პირების (არასრულწლოვანთა, ორსულ ქალთა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ან უმწეო მდგომარეობაში მყოფ პირთა) მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე.

კვლევაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა რელევანტური საერთაშორისო აქტების გამოყენების პრაქტიკას. ეროვნული სასამართლოების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო პრაქტიკის გამოყენების მაგალითების თვალსაჩინოებისათვის განაჩენებიდან ციტირებულია შესამაბისი ამონარიდები და შეფასებულია რამდენად ხდება ციტირებული მასალის საქმის კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებთან მისადაგება.

იდენტიფიცირებული გამოწვევების კვალდაკვალ სხვადასხვა საერთაშორისო სახელმძღვანელო დოკუმენტებზე დაყრდნობით, შემოთავაზებულია რეკომენდაციები ამგვარი კატეგორიის დანაშაულებზე სამართალწარმოების სრულყოფისა და გაუმჯობესების მიზნით.

კვლევა საინტერესო იქნება, როგორც მართლმსაჯულების სფეროში მოღვაწე პირებისთვის, ისე ფართო პროფილის იურისტებისთვის.

იხილეთ კვლევა

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi