უზენაეს სასამართლოში გრძელდება ნეპალის...

brbr

უზენაეს სასამართლოში გრძელდება ნეპალის დელეგაციის სამუშაო ვიზიტი

გამოქვეყნებულია: 11/07/2018

დღეს, 11 ივლისს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში ნეპალის მართლმსაჯულების დელეგაციის წევრები, ნეპალის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის დოქტორ ანანდა მოჰან ბჰატარაის ხელმძღვანელობით შეხვდნენ საქართველოს უზენაესი და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ნინო გვენეტაძეს, საქართველოს მთავარი პროკურატურისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სტუმრებს იმ გამოწვევების შესახებ, რაც დღეს ქართული მართლმსაჯულების სისტემაში არსებობს, აგრეთვე გააანალიზა ის მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლებიც განხორციელდა ქვეყანაში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსზე მუშაობისა და მისი იმპლემენტაციის პროცესში. სტუმრები განსაკუთებით დაინტერესდნენ არასრულწლოვანთა კოდექსით გათვალისწინებული მედიაციისა და ზოგადად სისხლის  სამართლის კოდექსში არსებული მედიაციის სახეებითა და მათი დანერგვის შესძლებლობებით. ისაუბრეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის იმპლემენტაციის საკითხზე, აღდგენითი მართლმსაჯულების პროგრამაზე, რომელსაც საქართველოს პროკურატურა ახორციელებს.

საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, კერძოდ, ევროკავშირის სასამართლოს მხარადჭერის პროექტის ხელმძღვანელმა საქართველოში მოსამართლე რენატე ვინტერმა და მისმა მოადგილემ მაია ჩოჩუამ, აგრეთვე საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის ოფისის წარმომადგენელმა თეა მაჩაიძემ, სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს სასამართლო სისტემაში მიმდინარე რეფორმებისა და იმ პროექტების შესახებ, რომლებსაც ახორცილებენ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები და კონკრეტულად გაეროს ბავშვთა ფონდი და ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტი საქართველოში, მოსამართლეთა გადამზადების, სასამართლოს პერსონალის წვრთნისა და გადამზადების, 2017-2021 წწ. მართლმსაჯულების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შექმნის, განხორციელებისა და იმ კონკრეტული გამოწვევების შესახებ, რომელთა დაძლევამაც უნდა მოახდინოს ქართული მართლმსაჯულების სისტემის მნიშვნელოვანი ხარისხობრივი და თვისობრივი გაუმჯობესება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული სტანდარტების დანერგვით. სტუმრები  განსაკუთრებული ინტერესით გაეცნენ აგრეთვე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის განხორციელების კონკრეტულ ასპექტებს, მედიაციის სახეების და შესაძლებლობების დანერგვის ფორმებს, როგორც ბავშვთა მართლმსაჯულების, ასევე სისხლის სამართლის კოდექსის კუთხითაც.  

დელეგაციის წევრებს, რომელთა შემადგენლობაშიც არიან ნეპალის რესპუბლიკის უზენაესი, სააპელაციო სასამართლოს წევრები და  მედიაციის  საბჭოს ადვოკატები,  უკვე ჰქონდათ შეხვედრები საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა პალატების მოსამართლეებს და მიიღეს დეტალური ინფორმაცია საქართველოს  სასამართლო სისტემის, მისი სტრუქტურისა და ფუნქციონირების შესახებ. სტუმრები განსაკუთრებით დაინტერესდნენ საართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სტრუქტურით, მისი დანიშნულებისა და ფუნქციონირების საკითხებით. გაეცნენ  მოსამართლეთა გამწესების  წესსა და კრიტერიუმებს.

ნეპალის დელეგაციის წევრებმა  შეხვედრები გამართეს თბილისის საქალქო სასამართლოში მედიაციის საკითხებთან დაკავშირებით და  იუსტიციის სამინისტროში. ნეპალელი კოლეგები  ეწვივნენ  დანაშაულის პრევენციის ეროვნულ ცენრტრს.  ნეპალელი კოლეგები ხვალ ეწვევიან საქართველოს ძველ დედაქალაქ მცხეთას და მოინახულებენ ქალაქის ისტორიულ ღირსშესანიშნაობებს.

ნეპალის დელეგაცია 13 ივლისს დაასრულებს სამუშაო ვიზიტს საქართველოში.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi